მიხეილ სააკაშვილი - თუ რამემ შეუწყო ხელი ოპოზიციური პოლიტიკოსების გაერთიანებას, სწორედ ე.წ. პროცესია

მიხეილ სააკაშვილი - თუ რამემ შეუწყო ხელი ოპოზიციური პოლიტიკოსების გაერთიანებას, სწორედ ე.წ. პროცესია

მე პირადად განსაკუთრებით მსიამოვნებს 4-ების [ახალი] მწყობრი და მყარი პოზიცია. ვგიჟდები, ასევე, ანი წითლიძის შემართებაზე, ნამდვილი აფთარივით რომ “ტისკავს” მთელს „ქოცურ“ ცირკ შაპიტოს. ასევე, მინდა, აღვნიშნო ლევან ბეჟაშვილი, რომელიც აუღელვებლად და კომპეტენტურად იგერიებს გიენების შემოსევას , - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რითაც ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პროცესს.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ „თავის მცდელობებში სრულ კრახს განიცდის“.

„ძალიან სასაცილოა ბათუმის “სასამართლოში” „ქოცი“ ვითომ დეპუტატი ძველბიჭების ყურება, რომლებიც სრულ კრახს განიცდიან თავის მცდელობებში “პონტზე აიყვანონ” და მიაჩმორონ იქ მყოფი პოლიტიკოსები და პატრონის თვალში რამენაირად თავი რომ გაიმართლონ, მუდმივად ატრიალებენ ჩემს სახელს, იციან რა, რომ ეს ჭორვილელს სიამოვნებს.

სინამდვილეში, თუ რამემ შეუწყო ხელი ოპოზიციური პოლიტიკოსების გაერთიანებას ,სწორედ ეს ე.წ. პროცესია. ყველა ძალიან ღირსეულად გამოიყურება, მე პირადად განსაკუთრებით მსიამოვნებს 4-ების მწყობრი და მყარი პოზიცია. ვგიჟდები ასევე ანი წითლიძის შემართებაზე, ნამდვილი აფთარივით რომ “ტისკავს” მთელს „ქოცურ“ ცირკ შაპიტოს. ასევე მინდა აღვნიშნო ლევან ბეჟაშვილი, რომელიც აუღელვებლად და კომპეტენტურად იგერიებს გიენების შემოსევას“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.