რუსებმა დნიპროს შეუტიეს - სამი ადამიანი დაშავდა და ავსტრიის საკონსულო დაზიანდა

რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 წლის მოზარდი და ავსტრიის საპატიო საკონსულო დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის თქმით, ცხრა მრავალსართულიან შენობაში 400-ზე მეტი ფანჯარა ჩაიმსხვრა, დაზიანდა ავტოფარეხების კოოპერატივი, გიმნაზია და დაახლოებით 25 კერძო სახლი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დაბომბვის დროს დნიპროპში ავსტრიის საპატიო საკონსულო დაზიანდა.

























