ანონსი 8 ნოემბერი

8 ნოემბერს, 10:00 საათიდან 17:30 საათამდე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაციის დაფუძნებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
შეხვედრაზე განიხილავენ დაავადებათა ადრეული გამოვლენის, კიბოს სკრინინგის, ვაქცინაციისა და პრევენციული მედიცინის მნიშვნელობას.
8 ნოემბერს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა ცხოველთა დამცველთა ორგანიზებით, „მიუსაფარი ცხოველების მასობრივი ჟლეტის შეწყვეტისა და მათ მკვლელთა დასჯის მოთხოვნით“ საპროტესტო აქცია გაიმართება.
საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი 593941942

























