ვიტალი ბალა - აშშ-ში ტრამპის, ისევე როგორც რუსეთის მიმართ დამოკიდებულება კარდინალურად იმდენადაა შეცვლილი, რომ რუსეთთან „გარიგების“ ტრამპის გეგმებს ასრულება არ უწერია

აშშ-ში ჩატარებულ შუალედური არჩევნების შედეგებზე, არჩევნების შემდეგ უკრაინულ მოლოდინებზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ ტრამპმა პუტინთან უკრაინის ხარჯზე ეკონომიკური ურთიერთობებსა და „გარიგებებზე“{ ისაუბროს, სავარაუდოდ, რა ვითარებაა უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ხაზზე, რა ხდება ყირიმში, დაძლია თუ არა უკრაინამ ის პოლიტიკური კრიზისი ზღუბლი, რომელშიც ქვეყანა ამას წინათ იყო, ასევე იმაზე, სავარაუდო, რა გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული კორუფცია ქვეყნის ბრძოლისუნარიანობაზე, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს,, ვიტალი ბალას ესაუბრა.
- ბატონო ვიტალი, აშშ-ში შუალედური არჩევნები პრეზიდენტ ტრამპის პარტიისთვის კატასტროფული დამარცხებით დასრულდა.
არჩევნებამდე ტრამპმა რუსეთის სასარგებლოდ არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მუდმივად საუბრობდა იმაზე რომ უკრაინა რუსეთთან „გარიგებაზე“ უნდა წასულიყო, პრაქტიკულად კი, აიძულებდა უკრაინას პუტინთან დათმობებზე წასვლას. დარწმუნებული ვარ რომ უკრაინაში ყურადღებით და ინტერესით ადევნებდნენ თვალს აშშ-ში შუალედური არჩევნებს.
ტრამპის პარტიამ რომ კონგრესში და სენატში დაკარგა უმრავლესობა, უკვე ფაქტია, მაგრამ, იმის გამო რომ პრეზიდენტს აშშ-ში საგარეო პოლიტიკაში გადამწყვეტი როლი აქვს, კონგრესსა და სენატს შეეძლება ტრამპის საშინაო პოლიტიკაში აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ტრამპი ისევე არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს, როგორც აქამდე.
თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგებს? მათი გათვალისწინებით რა მოლოდინები არსებობს უკრაინაში?
- როგორც ამბობენ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უარესიც შეიძლება მომხდარიყო ამერიკაში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე, მაგრამ, ახლა ვითარება აშშ-ში ისე ლაგდება, იმაზე უარესი, რაც არჩევნებამდე აშშ-უკრაინის, აშშ-რუსეთისა და აშშ-ევროპის ურთიერთობებში იყო, აწი აღარ იქნება. და ეს ალბათ, ყველაზე მთავარი შედეგია აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების.
ბაიდენის მმართველობიდან, როცა აშშ უკრაინას უფასოდ ეხმარებოდა, ახლა აშშ უკრაინის მოკავშირიდან გადაიქცა ქვეყნად, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომი ბიზნესად აქცია. ევროპელების ფულით ეხმარებიან უკრაინას. სინამდვილეში ჩვენ კი არ გვეხმარებოდნენ, არამედ ფულს აკეთებდნენ.
ახლა ვითარება აშშ-ში ისე ლაგდება, იმაზე უარესი, რაც არჩევნებამდე აშშ-უკრაინის, აშშ-რუსეთისა და აშშ-ევროპის ურთიერთობებში იყო, აწი აღარ იქნება. და ეს ალბათ, ყველაზე მთავარი შედეგია აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების
გვახსოვს ტრამპი ბაიდენს საყვედურობდა, თითქოს აშშ უკრაინას 350 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარა. რეალურად, აშშ დახმარება უკრანის მიმართ 100 მილიარდზე ოდნავ მეტია. უკრაინის მიმართ დახმარების თვალსაზრისით გამოირჩეოდა გერმანია, თუ სწორად მახსოვს, მათი დახმარება უკრაინისადმი 50-60 მილიარდია.
ამერიკულ არჩევნებზე საუბრისას, ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეცდომა დაუშვა როცა გერმანიის არხთან საუბრისას თქვა - „მოხარული ვარ რომ „დემოკრატებმა“ გაიმარჯვებს, აწი აშშ უკრაინას უფრო მეტად დაეხმარება“ და ასე შემდეგ. თუმცა, მან ასევე ისაუბრა იმაზე რომ უკრაინას ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
არჩევნებამდე ზელენსკის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ტრამპთან. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ რაც ტრამპის პარტია შუალედურ არჩევნებზე დამარცხდა, ზელენსკის ამ თემაზე მაინც ასე არ უნდა ესაუბრა.
გასაგებია რომ გვახსოვს ტრამპი არჩევნებამდე ზელენსკიზე რომ ამბობდა - „ზელენსკი უნდა წავიდეს“ და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-ში ჩატარებული არჩევნების კომენტირებისას მაინც მეტად თავშეკავებული უნდა ყოფილიყო.
გასაგებია რომ გვახსოვს ტრამპი არჩევნებამდე ზელენსკიზე რომ ამბობდა - „ზელენსკი უნდა წავიდეს“ და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-ში ჩატარებული არჩევნების კომენტირებისას მაინც მეტად თავშეკავებული უნდა ყოფილიყო
არა მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტობის დარჩენილ დროში ტრამპს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია, არამედ იმის გამო რომ სხვა ქვეყნის პრეზიდენტის საქმე არაა, თუ რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა სხვა ქვეყნის ხალხმა და მოსახლეობამ. არჩევნებში დამარცხებულმა მხარემ ამგვარი კომენტარები შეიძლება აღიქვან პირად შეურაცყოფად.
თავში კი ვთქვი აწი იმაზე უარესი აღარ იქნება, რაც არჩევნებამდე იყოთქო, მაგრამ, ახლაც ტრამპს აქვს შესაძლებლობა იფიქროს იმაზე თუ როგორ იმოქმედოს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ რუსეთთან და ევროპსთან.
შემთხვევითი არ უნდა იყოს ევროპელების გასაგონად კუშნერის მიერ გაკეთებული განცხადება რომ „აშშ-ს ესმის რომ უკრაინა-რუსეთის დასრულების შემდეგ „ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის საკითხებია“.
თუ ტრამპის ხასიათსა და არაპროგნოზირებადობას გავიხსენებთ, არაა გამორიცხული აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე ზელენსკის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა უკრაინაზე უარყოფოთად იმოქმედოს. ახლა უკრაინის პრობლემა იმაშიცაა რომ უკრაინას აშშ-ში არ ჰყავს ელჩი.
თუ ტრამპის ხასიათსა და არაპროგნოზირებადობას გავიხსენებთ, არაა გამორიცხული აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე ზელენსკის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა უკრაინაზე უარყოფოთად იმოქმედოს. ახლა უკრაინის პრობლემა იმაშიცაა რომ უკრაინას აშშ-ში არ ჰყავს ელჩი
- ტრამპის არაორდინალურობისა და ნაკლებად არაპროგნოზირებადობის გამო პრეზიდენტი ზელენსკის უწევდა ლავირება აშშ-თან ურთიერთობაში.
ამის კარგი მაგალითი იყო ოლეშკიდან ხალხის გამოყვანის ინიციატივის გამო ტრამპის მეუღლის მელანია ტრაპის უკრაინელი თავადის ოლგას ორდენით დააჯილდოვა...
- დიახ, მელანია ტრამპი მართლაც იქნა დაჯილდოებული ზელენსკის მიერ, მაგრამ, იმ განცხადებების შემდეგ, რაც მან გერმანულ ტელევიზიასთან განცხადებები გააკეთა. ეს ის შემთხვევა იყო, როგორც ქართველებმა იცით თქმა - დაგვიანებულია ბორჯომის სმა.
პრეზიდენტი ზელენსკი კი არ უნდა ლავირებდეს აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას, არამედ საერთოდ არ საუბრობდეს ამ თემაზე და შეეცადოს მეტად ხმა არ ამოიღოს და დუმილი ამჯობინოს.
- როგორც ამერიკული პოლიტიკური ცხოვრების მცოდნე ხალხი ამბობს, ახლა მოსკოვს ორი თვე აქვს იმისათვის რომ აშშ-ში არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ რეალობაში ტრამთან გარკვეული შედეგს მიაღწიოს უკრაინის საკითხში. იგულისხმება ის, რომ კონგრესისა და სენატის ახალი შემადგენლობა მხოლოდ იანვარში შეიკრიბება.
ამერიკული პრესა ახლა აქტიურად საუბრობს იმაზე თითქოს პუტინმა უკრაინაში ჩიხური სიტუაციიდან გამოსასვლელად ტრამპს 12 ტრილიონ აშშ დოლარს სთავაზობს. საუბარია აშშ-სა და რუსეთს შორის „გარიგეგებზე“, რაზეც ტრამპი არჩევნებამდე ხშირად საუბრობდა. მასში შედის ასევე უკრაინის გავლით ევროპისათვის რუსული გაზის მიწოდება.
მაგრამ, იქვე საუბარია კვლავ იმაზე რომ „უკრაინა გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს“. ამ თემაზე მსჯელობისას ასევე აქტუალურია მოინდობებს თუ არა ევროპა „რუსული გაზის“ მიღებას კრემლის პირობებით.
რადგან ტრამპს არა ერთხელ უთქვამს უკრაინის მხრიდან რუსეთთან მიმართებაში „დათმობებზე“, თქვენი დაკვირვებით, ახლა რა ტიპის დათმობებზე შეიძლება იყოს საუბარი და საერთოდ, განიხილება თუ არა „დათმობების“ თემა უკრაინის პოლიტიკურ წრეებში?
- ჩემი აზრით, შუალედური არჩევნების შემდეგ ტრამპი ისეთი „კოჭლი იხვი“ იქნება, რომელაც საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ ექნება. თუმცა, ტრამპის არაორდინალური და არაპროგნოზირებადი ხასიათის გათვალისწინებით გამორიცხული არაფერია.
მაგრამ, არც ისაა გამორიცხული და ამას უკვე ვხედავთ, რომ არჩევნებში კატასტროფული შედეგების გამო „რესპუბლიკურ“ პარტიაში უკვე დაწყებულია სერიოზული რყევები. თუ ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ ახლა იგი ცდილობს ტრამპისგან დისტანცირებას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვენსის საპრეზიდენტო ამბიციები და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.
შუალედური არჩევნების შემდეგ ტრამპი ისეთი „კოჭლი იხვი“ იქნება, რომელაც საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ ექნება. თუმცა, ტრამპის არაორდინალური და არაპროგნოზირებადი ხასიათის გათვალისწინებით გამორიცხული არაფერია
ვიცით, რომ სახელმწიფო მდივან რუბიოსაც აქვს საპრეზიდენტო ამბიციები, მაგრამ, ისიც ვნახეთ რომ ტრამპისგან დისტანცირების ნაბიჯები მან არჩევნებამდე გადადგა. გვახსოვს მისი ათენში გაკეთებული განცხადებები, რაც აშკარად განსვავდებოდა იმისაგან რასაც მანამდე ევროპაზე პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა.
ამავე კონტექსტში უნდა იქნას განხილული კუშნერის განცხადებები უკრაინის ომის დასრულების შემდეგ „უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე“. ეს ყველაფერი იმის გამო გავიხსენე რომ თქვენს მიერ ამერიკულ პრესაში აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობებსა და „გარიგებებზე“ გიპასუხოთ. არჩევნებში მარცხის შემდეგ ტრაპმა რაც არ უნდა ისაუბროს და რა ნაბიჯები არ უნდა გადადგას უკრაინის ხარჯზე, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებსა და „გარიგებებზე“, მათ დიდ ყურადღებას არავინ მიაქცევს და მით უმეტეს განხორციელებაზე არ იფიქრებს.
არჩევნებში მარცხის შემდეგ ტრაპმა რაც არ უნდა ისაუბროს და რა ნაბიჯები არ უნდა გადადგას უკრაინის ხარჯზე, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებსა და „გარიგებებზე“, მათ დიდ ყურადღებას არავინ მიაქცევს და მით უმეტეს განხორციელებაზე არ იფიქრებს
ეს რომ ასე იქნება, საკმარისია გავიხსენოთ არჩევნებამდე როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამერიკულ ბიზნესს „რუსულ დიზელთან“ დაკავშირებით. ამ თემაზე ტრამპმა ბევრი განცხადებები კი აკეთა, მაგრამ, ვნახეთ რომ „რუსული დიზელით“ დატვირთული სამი ტანკერი აშშ-ში ჯერ არ ჩასულა. როგორც ამბობენ, ერთმა ტანკერმა, როგორც იქნა ჩააღწია, მაგრამ არავის უნდა მისი შეძენა.
როგორც ამბობენ, ეს ტანკერები ამერიკაში 10-11 ნოემბერს იქნებიან, მაგრამ,ამ დიზელის შეძენა არავის უნდა. ეგ კი არა, ახლა საუბროიბენ იმაზე რომ დაჯარიმდებიან ის ნავსადგურები, რომლებმაც ისისნი შეიძლება მიიღონ.
უფრო სწორად, არავის უნდა კონგრესისა და სენატის მიერ რუსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა. საუბარია გრემისა მიერ ინიციირებულ კანონზე, რომელსაც ხელი თავად პრეზიდენტმა ტრამპმაც მოაწერა ხელი.
არავის უნდა კონგრესისა და სენატის მიერ რუსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა. საუბარია გრემისა მიერ ინიციირებულ კანონზე, რომელსაც ხელი თავად პრეზიდენტმა ტრამპმაც მოაწერა ხელი
ახლა ყველა ბიზნესმენმა და ჩინოვნიკმა იცის, თუ ისინი დაარღვევენ მიღებულ კანონს, ორი თვის შემდეგ, მათ ამაზე სერიოზულად მოეკითხება.
რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას და ამერიკული მედიის ნაწილს, რომელიც ასევე ემსახურება რუსულ ინტერესებს, მათ შეიძლება წერონ ყველაფერზე, მათ შორის აშშ-სა და რუსეთის ეკონომიკურ გეგმებსა და „გარიგებებზე“, მაგრამ, ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
აშშ-ში არჩევნებამდე საუბრობდნენ იმაზე რომ ტრამპმა გარიგება დადო ეშმაკთან. თუ ტრამპმა კვლავ გააგრძელა პუტინთან ურთიერთობის დემონსტრირება და რუსეთის იზოლაციისაგან გამოყვანის სასარგებლოდ ნაბიჯების გადადგმა, არაა გამორიცხული აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ.
აშშ-ში ტრამპის მიმართ, ისევე როგორც რუსეთის მიმართ დამოკიდებულება კარდინალურად იმდენადაა შეცვლილი, რუსეთთან „გარიგების“ ტრამპის გეგმებს ასრულება არ უწერია.
აშშ-ში არჩევნებამდე საუბრობდნენ იმაზე რომ ტრამპმა გარიგება დადო ეშმაკთან. თუ ტრამპმა კვლავ გააგრძელა პუტინთან ურთიერთობის დემონსტრირება და რუსეთის იზოლაციისაგან გამოყვანის სასარგებლოდ ნაბიჯების გადადგმა, არაა გამორიცხული აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ
- უკარაინის უპილოტო თვითმფრინავების რუსეთის ტერიტორიაზე აქტიურობის შედეგად დიდი ზიანი მიადგა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ სფეროს. ახლა ამბობენ ამ დაპირისპირებაში უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობა იმდენად დიდია, რომ თუ ასე გაგრძელდა, რუსეთს არ ექნება შესაძლებლობა აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა ფრონტის ხაზზე რუსები ნაკლებად აქტიურობენ. რაც შეეხება უკრაინელებს, დაპირისპირების გარკვეულ მონაკვეთებზე მათ საკმაოდ ხელშესახები უპირატესობებიც კი აქვთ.
თქვენი დაკვირვებით, რა ხდება უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ფრონტის ხაზზე?
- პირველი, რაზეც უნდა ითქვას, მას შემდეგ. რაც აშშ-მ უკრაინისთვის სტარლინგის საშუალებით უკრაინისთვის სადაზვრვო ინფორმაციის მიწოდებაში პრობლემები შეუქმნა, ამერიკული პრესა წერდა რომ უკრაინამ ოქტომბრის ბოლოდან შეწყვიტა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ საწარმეობზე დარტყმები.
ტრამპს ჰქონდა მცდელობა ნავთობის ფასის ზრდა უკრაინისთვის დაებრალებინა, მაგრამ ახლა როცა არჩევნები დასრულებულია, მან და მისი თანაგუნდელები ამბობენ რომ შუალედურ არჩევნებში დამარცხების მიზეზი აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო მოქმედებები აღმოჩნდა.
რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას. საჯარო სივრცეში დაზუსტებული და სანდო ინფორმაცია არ ხვდება. ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება ისაა, რომ რუსები წინ ვერ მიიწევენ. დასავლელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით იმ ტემპებით, რა ტემპებითაც ახლა რუსები მიიწევენ წინ, რუსეთს 90 წელი დასჭირდება დონბასზე კონტროლის დასამყარებლად.
რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას. საჯარო სივრცეში დაზუსტებული და სანდო ინფორმაცია არ ხვდება. ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება ისაა, რომ რუსები წინ ვერ მიიწევენ. დასავლელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით იმ ტემპებით, რა ტემპებითაც ახლა რუსები მიიწევენ წინ, რუსეთს 90 წელი დასჭირდება დონბასზე კონტროლის დასამყარებლად
ფაქტია, რომ ფრონტის ხაზზე ახლა უძრაობაა. მოქმედებები გაჩერებულია. თუმცა არის მონაკვეთები, სადაც უკრაინულ ჯარს წინსვლა აქვს. საგულისხმოა ის რომ ახლა რუსეთი 30 ათასამდე ჯარისკაცის მობილიზებას ახერხებს, მაგრამ, მას დიდი დანაკარგები აქვს ყოველდღიურად. როგორც ამბობენ, ახლა მათი დანაკარგები იმაზე მეტია, ვიდრე ის, რამდენი ჯარისკაცის მობილიზებას ახერხებენ.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჩემი დაკვირვებით ახლა ასეთი სიტუაციაა - პუტინი ცხოვრობს იმგვარ საინფორმაციო, გაბერილი ბუშტის მსგავს სივრცეში, ამიტომაცაა რომ ის ხშირად იმეორებს რომ „ყველაფერი კარგად და გეგმის მიხედვით მიდის“. იგი ამას ისეთი სიხშირით იმეორებს, აშკარაა რომ ცდილობს დააჯეროს რუსეთის მოსახლეობა და ჩვენ.
პუტინი ცხოვრობს იმგვარ საინფორმაციო, გაბერილი ბუშტის მსგავს სივრცეში, ამიტომაცაა რომ ის ხშირად იმეორებს რომ „ყველაფერი კარგად და გეგმის მიხედვით მიდის“. იგი ამას ისეთი სიხშირით იმეორებს, აშკარაა რომ ცდილობს დააჯეროს რუსეთის მოსახლეობა და ჩვენ
რაც შეეხება უკრაინული მხარის ტექნოლოგიურ უპირეტესობებს. სინამვილეში, უკრაინა რუსეთზე წინაა წასული ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში. უპილოტო თვითმფრინავებით დარწყმებით განხორციელებაში. მაგრამ, რუსები უკრაინის წინააღმდგ იყენებენ რეაქტიულ ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს, რომელთა ჩამოგდება უკრაინას უჭირს. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა რომ უკრაინას რუსეთთან მიმართებაში ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს, მთლად ასეც არაა.
რუსეთი სერიოზულ სამხედრო მეტოქეს წარმოადგენს უკრაინისთვის. რუსეთი უკრაინის მტერია და ეს მტერი სულელი სულაც არაა. მიუხედავად იმისა რომ ეს ასეა, რუსეთი დონბასის აღებას ვერ ახერხებს და ვერც მოახერხებს.
რუსეთი სერიოზულ სამხედრო მეტოქეს წარმოადგენს უკრაინისთვის. რუსეთი უკრაინის მტერია და ეს მტერი სულელი სულაც არაა. მიუხედავად იმისა რომ ეს ასეა, რუსეთი დონბასის აღებას ვერ ახერხებს და ვერც მოახერხებს
- სისტემატურად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ უკრაინულმა მხარემ ყირიმში პრაქტიკულად არც ერთი სამხედრო მიზანი არ დატოვა დაუბომბავი. საგრძობლად გაურთულეს უკრაინელებმა რუსებს საქმე იმაში რომ ყირიმისთვის მიეწოდებინათ საბრძოლო იარაღი, საწვავი და ჯარისთვის საკვები.
აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ყირიმს ტოვებდა მოსახლეობა. რა ხდება ყირიმში?
- დიახ, უკრაინელებმა შეძლეს ყირიმის ნახევარკუნძულზე დაეზიანებინად ბევრი რუსული ობიექტები, მაგრამ, როგორც ჩანს, სტარლინგთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ეს დარტყმები ყირიმსაც შეეხო.
უკრაინის მოსახლეობაში იყო მოლოდინი რომ ყირიმთან დამაკავშირებელი რუსული ხიდს ჩვენები დაანგრევდნენ. ეს მოლოდინი ახლაც არსებობს. ახლა უკრაინის მთავარი პრობლემაა ბალისტიკური რაკეტების ნაკლებობა. ასევე ის რომ ჩვენები ყველა რუსულ ბალისტიკურ ბომბებს ვერ აგდებენ.
უკრაინის მოსახლეობაში იყო მოლოდინი რომ ყირიმთან დამაკავშირებელი რუსული ხიდს ჩვენები დაანგრევდნენ. ეს მოლოდინი ახლაც არსებობს. ახლა უკრაინის მთავარი პრობლემაა ბალისტიკური რაკეტების ნაკლებობა. ასევე ის რომ ჩვენები ყველა რუსულ ბალისტიკურ ბომბებს ვერ აგდებენ
- ახლა ხშირად გვესმის საუბრები იმაზე რომ მალე რუსებს ომის წარმოების რესურსი არ ექნებათ. ზოგი ამბობს რომ არაა გამორიცხული ომი 2027 წელს დასრულდეს. მეორენი ამტკიცებენ რომ ომი 2028 წლამდე გაგრძელდება, ანუ იმ დრომდე, როცა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, რომელზეც პუტინს კვლავ უნდა მონაწილეობის მიღება და არჩევნებში გამარჯვება.
თუმცა, ბევრი იმასაც ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება ახლოვდება. როგორ შეიძლება ეს ომი დასრულდეს, ეს საუბრის ცალკე თემაა, მაგრამ, თქვენ გაქვთ განცდა, რომ უკრაინა-რუსეთის ომი, შესაძლოა, მალე დასრულდეს?
- ჩემი აზრით, არანაირი არგუმენტი და ფაქტი არ არსებობს საიმისოდ რომ ომის მალე დასრულება ვივარაუდოთ. ამგვარი სიგნალებიც კი არ არსებობს.
დიახ, მართალს ბრძანებთ, მართლაც ბევრი ამბობს რომ 3-5 თვეში რუსეთს არ ექნება უკრაინასთან ომის წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ რუსი ხალხი ევროპელები არ არიან, რომ იწუწუნონ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ანაც უამრავ დისკომპორტზე რასაც ომი იწვევს, მაგალითად, ცხოვრების გაძვირებაზე და ასე შემდეგ. რუსეთში ამის გამო ქუჩაში არავინ გამოვა.
რუსი ხალხი იქამდე შემოუჭერენ თავის ქამარს, რამდენიც მათ მთავრობას დასჭირდება. სამწუხაროდ, რუსეთში ასეთი რეალობაა. ამიტომ, ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება. ამის კარგი მაგალითია ის, რომ რუსეთმა 2027 წელს გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. ამიტომ, რეალობა არც ისეთი ერთმნიშვნელოვანია, როგორც ბევრი ამბობს.
რუსი ხალხი იქამდე შემოუჭერენ თავის ქამარს, რამდენიც მათ მთავრობას დასჭირდება. სამწუხაროად, რუსეთში ასეთი რეალობაა. ამიტომ, ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება. ამის კარგი მაგალითია ის, რომ რუსეთმა 2027 წელს გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. ამიტომ, რეალობა არც ისეთი ერთმნიშვნელოვანია, როგორც ბევრი ამბობს
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომელიც 10-11 ნოემბერსაა დაგეგმილ აბუ დაბიში. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა დელეგაციის ხელმძღვანლად დანიშნა მედინსკი, რომელსაც უკრაინა-რუსეთის ერთიან ისტორიაზე უყვარს საუბარი. ახლაც იგივე იქნება, ეს კი ვიზიალურად იქნება იმის დადასტურება რომ უკრაინა-რუსეთის ომი მალე დასრულდება.
აგრესორი როცა ომის იწყებს და შემდეგ მშვიდობაზე საუბრობს, უნდა გვესმოდეს, რომ აგრესორის ამიცანაა მტრის, ამ შემთხვევაში უკრაინის კაპიტულაცია. თუ უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ომის დასრულება მალე იქნება შესაძლებელი, მაგრამ, ასეთი რამ ხომ არაეალურია.
აგრესორი როცა ომის იწყებს და შემდეგ მშვიდობაზე საუბრობს, უნდა გვესმოდეს, რომ აგრესორის ამიცანაა მტრის, ამ შემთხვევაში უკრაინის კაპიტულაცია. თუ უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ომის დასრულება მალე იქნება შესაძლებელი, მაგრამ, ასეთი რამ ხომ არაეალურია
2-3 თვის წინ უკრაინა კრიზისის ზღუბლზე იდგა, მაგარმ ეს კრიზისი ახლა დაძლეულია
- „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ამბობდით - „უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა.“
მას შემდეგ საკმაო დროა გასული, და ახლა რა შეიძლება ითქვას - ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავებულია, თუ უკრაინამ შეძლო მაშინ არსებული კრიზისის დაძლევა?
- 2-3 თვის წინ უკრაინა კრიზისის ზღუბლზე იდგა, მაგარმ ეს კრიზისი ახლა დაძლეულია. თუმცა, ადრე ჩვენში ბევრი, მათ შორის მეც ვამბობდით, ახლა უკრაინაში მართვის კლანურ-ოლიგარქიული სისტემაა. ეს ძალიან ცუდია. იმ კორუფციული სკანდალების შემდეგ, რაც უკრაინაში გახმაურდა, ახლა ბევრი ამბობს, მათ შორის მეც ვამბობ - უკრაინაში ახლა კლანულ-მაფიოზური მმართველობაა. ეს ქვეყნისთვის დიდი უბედურებაა.
ახლა უკრაინაში მართვის კლანურ-ოლიგარქიული სისტემაა. ეს ძალიან ცუდია. იმ კორუფციული სკანდალების შემდეგ, რაც უკრაინაში გახმაურდა, ახლა ბევრი ამბობს, მათ შორის მეც ვამბობ - უკრაინაში ახლა კლანულ-მაფიოზური მმართველობაა. ეს ქვეყნისთვის დიდი უბედურებაა
გენპროკურორი კრავჩენკო, რომელსაც კორუფციის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, ვენაშია გაქცეული, აღარაფერს ვამბობ იმ მინისტრებზე, რომლებიც ადრე კორუფციაში იყვნენ მხილებულნი. ახლა ცნობილი ხდება კორუფციული სქემების შესახებ არა ერთ უწყებაში. სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს რომ კორუფცია ქვეყანაში მთავარი პრობლემაა.
- კორუფციის პრობლემა როგორ აისახება ქვეყნის ბრძოლისუნარიანობაზე?
- ამგვარი ვითარება მორალურად და ფსიქოლოგიურად აისახება ბევრ რამეზე. ცხადია რომ მტერი ამას თავის სასარეგბლოდ გამოყენებას ცდილობს, მაგრამ, რასაც მე ვაკვირდები, უკრაინული ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე ეს გავლენას არანაირად არ ახდენს.
მიუხედავად იმისა რაც კორუფციასთან დაკავშირებით ვთქვი, მაინც ვფიქრობ, რომ ეს დღეისათვის ყველაფერი ბრძოლისუნარიანობაზე კრიტიკულად არ არისახება. ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს კარგად ესმის რომ უკრაინის მტერი აგრესორი რუსეთი და პუტინია
თუმცა, კორუფციასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტურად გადაწვეტა რაც უფრო გვიანდება, ეს მით უფრო მეტად აისახება ჯარზეც, ქვეყანაზეც და მის ბრძოლისუნარიანობაზეც. ვიდრე სიტუაცია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით კარგი მიმართულებით არ ვითარდება, მანამდეა გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღება საჭირო.
მიუხედავად იმისა რაც კორუფციასთან დაკავშირებით ვთქვი, მაინც ვფიქრობ, რომ ეს დღეისათვის ყველაფერი ბრძოლისუნარიანობაზე კრიტიკულად არ აისახება. ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს კარგად ესმის რომ უკრაინის მტერი აგრესორი რუსეთი და პუტინია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























