დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბატონი სტივენ მილერი, ამჟამად ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სანდო მრჩეველი, ადმინისტრაციის უფროსი გახდება ორშაბათიდან, 2026 წლის 9 ნოემბრიდან. სუზი უაილსი, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გასწია, ტრამპის პოლიტიკურ შტაბში გადაინაცვლებს. მინდა მადლობა გადავუხადო მას ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გაწეული სამსახურისთვის - მან შესანიშნავი სამუშაო გასწია!”, - წერს ტრამპი.