ანონსი 5 ნოემბერი

ანონსი  5 ნოემბერი

5 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, ალეკო ელისაშვილის ადვოკატები გიორგი რეხვიაშვილი და არჩილ ჩოფიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს შეზღუდვები გაუგრძელა და ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობას ისევ უხანგრძლივებს - დაცვის მხარე მოითხოვს დაუყოვნებლივ მოეხსნას ალეკო ელისაშვილს პროკურატურის მიერ საპატიმროში დაწესებული აბსურდული, არაჰუმანური და უკანონო შეზღუდვები".

5 ნოემბერს, 11:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

მის: ვაჟა-ფშაველას 45ა, „ფორმულას“ შენობა სართული - 3

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

5 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

5 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის სოფლის მეურნეობის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართება

მის: თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ.N1, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

5 ნოემბერს, 14:00 საათზე, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: „პარტიების აკრძალვის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში“.

მის: სოლიკო ვირსალაძის ქ.3, სასტუმრო „სვისოტელი“

5 ნოემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი