ანონსი 4 ნოემბერი

4 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმის ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები მედიისთვის კომენტარს გააკეთებენ.
მის: თელავის ქ.N20
საკონტაქტო: ანი ხონელიძე - 557 212 313
4 ნოემბერს, 11:30 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.
მის: ვახტანგ გორგასლის N24
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644
4 ნოემბერს, 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავს.
თემა: „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ანტიკონსტიტუციური ქმედებები და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები“ - ენმ-ის მოთხოვნა.
მის: ვახტანგ გორგასლის N24
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ანუკა გაბელია 551 633 644
4 ნოემბერს, 13:00 საათზე, ცხოველთა დამცველი და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი „კახი კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისა და მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკავების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს“.
საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი - 593 941 942
4 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
4 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩორჩანას საქმეზე შს ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

























