შალვა პაპუაშვილი ქართველ დიპლომატებს - თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა ჩვენს ქვეყანაში - ააშენეთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება, ეს ნაპირი საქართველოა!

შალვა პაპუაშვილი ქართველ დიპლომატებს - თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა ჩვენს ქვეყანაში - ააშენეთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება, ეს ნაპირი საქართველოა!

ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის, მათ შორის მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც საქართველოს პატივს სცემენ არა იმიტომ, რომ საქართველო ყველაფერზე თანახმაა, არამედ იმიტომ, რომ იციან ეს არის სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და მათი დაცვა შეუძლია.

„საქართველოს მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანები უცვლელია ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და ქართველი ხალხის კეთილდღეობა. ყველა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოოდ ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის, მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც საქართველოს პატივს სცემენ არა იმიტომ, რომ საქართველო ყველაფერზე თანახმაა, არამედ იმიტომ, რომ იციან ეს არის სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და მათი დაცვა შეუძლია. ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა. მისი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა იყოს თქვენი საქმიანობის მთავარი საზომი. საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ სიმტკიცეს, სიბრძნეს და წარმატებას საქართველოს სამსახურში,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.