მაია კოპალეიშვილი - იმდენად გაცხადებული ინტერესები აქვს „ქართულ ოცნებას”, პარტიები აკრძალოს, არ არის იმის არანაირი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის შესაბამის, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

მაია კოპალეიშვილი - იმდენად გაცხადებული ინტერესები აქვს „ქართულ ოცნებას”, პარტიები აკრძალოს, არ არის იმის არანაირი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის შესაბამის, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

იმდენად გაცხადებული ინტერესები აქვს „ქართულ ოცნებას”, რომ პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, არ არის იმის არანაირი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის შესაბამის, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების” სარჩელს იხილავენ.

კოპალეიშვილის თქმით, სხვა შემთხვევებშიც, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების” სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღო, შესაბამისად, ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა პლენუმი პარტიების აკრძალვის შემთხვევაშიც მმართველი გუნდის სარჩელს დააკმაყოფილებს.

„მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ყველას გვინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ დაკმაყოფილდეს ეს კონსტიტუციური სარჩელი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გაითვალისწინებს კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნას იმიტომ, რომ რატომღაც საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე განხილვები, სხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ინტერესებისათვის, ვიცით, რომ ყოველ ჯერზე „ქართულ ოცნების” სასარგებლოდ დასრულდა.

ამ შემთხვევაში, იმდენად გაცხადებული ინტერესები აქვს „ქართულ ოცნებას”, პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, თან ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დააანონსა ეს და თქვა კიდეც, რომ არჩევნების შემდეგ აიკრძალება პოლიტიკური პარტიებიო, რომ არ არის იმის არანაირი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის შესაბამის, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რამეთუ ამ პოლიტიკურ პარტიებს არცერთს არ ჩაუდენია კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება”, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.