ვაჟა ბერიძე -  პოლიტიკურ ველს ვინც ასუფთავებს, ის არასდროს ფიქრობს, რომ მისი მმართველობა ოდესმე დასრულდება

ვაჟა ბერიძე -  პოლიტიკურ ველს ვინც ასუფთავებს, ის არასდროს ფიქრობს, რომ მისი მმართველობა ოდესმე დასრულდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მეორე კვირაა საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს იხილავს.

ვინც ბოლო არჩევნებზე 5 ბარიერგადალახული პარტიის აკრძალვას არ უჭერს მხარს, მათი შეფასებები ამ პროცესთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულია. ზოგი თვლის, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, „ქვეყანაში საფუძველი ჩაეყრება ერთპარტიულ მმართველობას“. მეორენი თვლიან რომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული „ავტორიტარული მმართველობა დაკანონდება და ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციაში მოხვედრილი აღმოჩნდება.“.

რადგან დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს პარტიების აკრძალვა, კარგი იქნება თუ იმაზე ვიმსჯელებთ, რა სურათს მივიღებთ, როცა ეს გადაწყვეტილება გამოცხადდება.

რჩება შთაბეჭდილება რომ საქართველო სსრკ-ს დროინდელ „პერესტროიკამდელ“ არსებულ ვითარებას დაუბრუნდება, როცა პლურალიზმი იქნა „ზემოდან დაშვებული“ და სსრკ-ს კონსტიტუციიდან ამოიღეს მე-6 მუხლი, რომლითაც კომუნისტური პარტია საბჭოეთში ყველაფერს აკონტროლებდა.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესზე? ასევე იმაზე, თუ ამგვარი გადაწვეტილება იქნა მიღებული ამის შემდეგ ქვეყანაში რა ტიპის პოლიტიკური რეალობა შეიძლება დადგეს?

- ჩვენ, პირდაპირ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე აღმოვჩნდით. მე და თქვენ, ამ შემთხვევაში და კითხვაც ჩვეული, მაღალი რანგის პროფესიონალის პოზიციიდან დამისვით - რა გვექნება, თუ სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ხელისუფლებას სურს.

ამაში არც თქვენ და არც მე ეჭვი არ გვეპარება. თუ საქართველოს ხელისუფლებაზე შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ანგარიშს უწევს, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, კულუარული გზით ზეგავლენა არ მოახდინა, რა თქმა უნდა, ყველა ეს პარტია აიკრძალება - ხუთივე.

თუ საქართველოს ხელისუფლებაზე შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ანგარიშს უწევს, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, კულუარული გზით ზეგავლენა არ მოახდინა, რა თქმა უნდა, ყველა ეს პარტია აიკრძალება - ხუთივე

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ეს ასეც მოხდება, სხვა დასკვნის საფუძველი არ გვაქვს. თვალსაზრისების შეჯერება სასამართლოს სხდომებზე არასერიოზულია, შიგადაშიგ კომიკურიც კი. რამ უნდა შეცვალოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება? - ამაზე უკვე მოგახსენეთ.

თქვენ ყოველთვის მთხოვთ, კითხვებს პირდაპირ ვუპასუხო და ასეც მოვიქცევი, თუმცა მცირეოდენ გადახვევას მაინც გავაკეთებ. რა ვქნა, დიალექტიკა მარქსიზმს კი გავაყოლეთ, მაგრამ ჩვენს რეალობაზე დღესაც მოქმედებს. კანტის „საგანი თავისთავად“, ანუ ჭეშმარიტება თავისთავად, მაინც არსებობს, მიუხედავად იმისა, ჩვენ მას ვაღიარებთ თუ არა, ვიცით თუ არა, ანგარიშს ვუწევთ, თუ არა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ბედმა გვარგუნა იმ ეპოქაში ცხოვრება, როცა შეიძლება ადამიანთა ცივილიზაცია დამთავრდეს და ადამიანმა, როგორც ბიოლოგიურმა სახეობამ, არსებობა შეწყვიტოს. ხელოვნური ინტელექტის ერა კარს მოგვდგომია და გვინდა თუ არა, ის ყველას სახლში შევა და ყველასთან მივა.

აგერ, ჩვენი მეზობელი გამჭრიახი სომხები 5 მილიარდის ჩადებას აპირებენ და ახალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ჰაბს ქმნიან. საბოლოო ჯამში, ამას ჩვენ არ ვაკეთებთ და ვერ ვაკეთებთ, მაგრამ აქ შეიძლება მშვიდად ვიყოთ, პრინციპით „მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო“...

მასკმა ხელოვნური ინტელექტი უდიდეს საფრთხედ გამოაცხადა, ატომურ იარაღზე საშიშ საფრთხედ. არადა, ახალი ტექნოლოგიების განვითარების მედროშეა, თუმცა თავის ახალშობილს, პერსპექტივაში, საშიშ ურჩხულადაც სახავს.

ეს დამაფიქრებელია.

კაცობრიობა ისევ ამქვეყნიურ სამოთხეზე ოცნებობს, როცა სხვათა რესურსების კონტროლის და განკარგვის ხარჯზე უკეთესად იცხოვრებს, თუნდაც ინფოზორიის ცნობიერებით. არადა, დაახლოებით 4 ათასი წლის წინადელმა ადამიანმა იცოდა, რომ ამქვეყნად სამოთხე ვერადროს დამყარდება და მარადიული მხოლოდ სწრაფვაა უკვდავებასა და განუზომელ კეთილდღეობაზე.

დაახლოებით 4 ათასი წლის წინ მივიდნენ ბრძენი შუმერები იმ დასკვნამდე, რომ სამოთხე, სადაც ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ლამის ერთადერთი გზა ერთმანეთის ჭამაა სიცოცხლის გასაგრძელებლად, სადაც ადამიანები არ ავადდებიან და არ ბერდებიან, - ადამიანებისთვის არ არსებობს.

გაიხსენეთ გილგამეშის წარუმატებელი მოგზაურობა უთნაფიშთიმის ქვეყანაში, რომელიც წარღვნას გადაურჩა და ადამიანთა მოდგმიდან ერთადერთს უბოძა ღმერთმა უკვდავება. ის ქვეყანა კაცობრიობის რელიგიურ-ფილოსოფიურ წარმოსახვასა და უტოპიური კომუნიზმის რეალიზების პროცესში მრავალგზის დამარცხდა, მაგრამ ადამიანები მაინც აგრძელებენ ერთმანეთის ხოცვა - ჟლეტას და სწრაფვას მიუღწეველისა და მიუღწევადისკენ.

ახლა, ჩვენი პარტიების ამბავი. - ხაზგასმით ვამბობ და თქვენთან ერთ-ერთ ადრინდელ საუბარშიც მითქვამს, რომ პარტიების აკრძალვის წინააღმდეგი ვარ, რა მზაკვრობაც და დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი მმართველობის პერიოდში. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით და ელემენტარული რაციონალური პრაგმატიზმის პრიზმაში, პარტიების აკრძალვა შეუძლებელია, რადგან ეს ნიშნავს მისი წევრების, ამომრჩევლების და მხარდამჭერების აკრძალვასაც, რაც მოგეხსენებათ, შეუძლებელია.

პარტიების აკრძალვის წინააღმდეგი ვარ, რა მზაკვრობაც და დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი მმართველობის პერიოდში. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით და ელემენტარული რაციონალური პრაგმატიზმის პრიზმაში, პარტიების აკრძალვა შეუძლებელია, რადგან ეს ნიშნავს მისი წევრების, ამომრჩევლების და მხარდამჭერების აკრძალვასაც, რაც მოგეხსენებათ, შეუძლებელია

გერმანიის ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტიის მაგალითი და პრეცენდენტი არ შეიძლება პოლიტიკური სინამდვილის რეციდივად გამოვაცხადოთ, მისაღებ რეციდივად. ეს იყო ერთადერთი, კონკრეტული რეალობის ლოგიკური შედეგი, რომელმაც პოზიტიური როლი შეასრულა და 80 წელია მსოფლიო ომი არ გვქონია.

თუ გავითვალისწინებთ პირველი და მეორე მსოფლიო ომების რეალობას, აქ, მესამე მსოფლიო ომში, სავარაუდოდ, მსხვერპლის რაოდენობის ზრდა ასტრონომილ რიცხვებში შეიძლება გამოიხატოს.

თუ საკუთრივ გერმანიის მაგალითს ჩავხედათ, ნაციზმის აკრძალვამ ამ ქვეყანას შთამბეჭდავი შედეგები მოუტანა პროგრესის და ცხოვრების დონის თვალსაზრისით, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს გერმანელების უმეტესობა მხარს უჭერს „ალტერნატივას გერმანიისთვის“, რომელსაც მავანნი ნეონაცისტურად მიიჩნევენ, მაგრამ ის გერმანიაში ბევრგან პირველ ადგილზეა რეიტინგის თვალსაზრისით.

ნაციზმის აკრძალვამ ამ ქვეყანას შთამბეჭდავი შედეგები მოუტანა პროგრესის და ცხოვრების დონის თვალსაზრისით, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს გერმანელების უმეტესობა მხარს უჭერს „ალტერნატივას გერმანიისთვის“, რომელსაც მავანნი ნეონაცისტურად მიიჩნევენ, მაგრამ ის გერმანიაში ბევრგან პირველ ადგილზეა რეიტინგის თვალსაზრისით

ხოლო თავად გერმანია, რუსული იაფი ენერგორესურსების არარსებობის პირობებში, სერიოზულადაა შეშფოთებული და რეალურად მაინც „მარშალის გეგმის“ მძევალია. ის და ევროპა შეერთებული შტატევბის გავლენიანი წრეების ინტერესებს ვეღარ აკმაყოფილებენ, რამაც ევროპის მიმართ გლობალიზმის ახალი ნაირსახეობის, ტრამპიზმის რადიკალურად ნეგატიური დამოკიდებულება მოიტანა და რა იქნება ხვალ, ცივილიზაციური კრიზისით მოცულ ევროპა-ბრიტანეთში, გაუგებარი არა მარტო ტრამპის ადმინისტრაციისთვის არის.

ეს ყველაფერი ჩვენი პოლიტიკაში ჩახედული მკითხველისთვის მოვიტანე. პარტიების აკრძალვა პრობლემების მოგვარებას ხელს კი არ უწყობს, პირიქით - აღრმავებს.

და რაც ხდება, ის რაა?

ის ჟანრის კლასიკაა.

უარი ითქვა რა ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების ნაწილის მიერ „დასავლურ დემოკრატიაზე“, ამას ცხადია, მოჰყვა ავტორიტარული ტენდენციების მომძლავრება, რისი მკაფიო გამოხატულებაცაა პარტიების აკრძალვა, თუ ის შედგა.

უარი ითქვა რა ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების ნაწილის მიერ „დასავლურ დემოკრატიაზე“, ამას ცხადია, მოჰყვა ავტორიტარული ტენდენციების მომძლავრება, რისი მკაფიო გამოხატულებაცაა პარტიების აკრძალვა, თუ ის შედგა

სახეზეა პროცესი, რასაც თქვენი და ჩემი საუბრებისას არაერთგზის ვახსენებდით, - კერძოდ, დასავლური დემოკრატიის გზით მავალი ქვეყანა აყალიბებს ახალ რეალობას, სადაც გვექნება “ქართული დემოკრატია“, რომელიც აღმოცენდება „ნებდართული პარტიების“ ბაზაზე, არაფორმალური მმართველობის ლოგიკური შედეგების კონტექსტში და ჩვენც გავერთიანდებით სპეციფიკური დემოკრატიების საკმაოდ გრძელ რიგში, - „აზერბაიჯანული დემოკრატია“, „სომხური დემოკრატია“ (სულ მახსოვს სასამართლოში დაკავების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სარეანიმაციო საკაცით მიყვანილი საგადასახადოს ყოფილი მაღალჩინოსანი), „თურქული დემოკრატია“, „ყაზახური დემოკრატია“, „რუსული დემოკრატია“ და ა.შ.

აქ მჩხიბაობისთვის ადგილი არ რჩება და კიდევ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს - ასეთი რეალობა რომ დადგა, ამაში დიდია იმ 5 პარტიის წვლილი, რომლებიც იკრძალება, ევროკავშირის ბიუროკრატიის წილი, საქართველოში მოქმედი ფონდების დამსახურება, რომლებმაც მილიარდები ააორთქლეს.

ასეთი რეალობა რომ დადგა, ამაში დიდია იმ 5 პარტიის წვლილი, რომლებიც იკრძალება, ევროკავშირის ბიუროკრატიის წილი, საქართველოში მოქმედი ფონდების დამსახურება, რომლებმაც მილიარდები ააორთქლეს

ევროკავშირის რატომ? - იმიტომ, რომ რუმინეთში ფაქტობრივად გამარჯვებული პრეზიდენტის ჯორჯესკუს არჩევა გააუქმა, იქ საარჩევნო პროცესში დახარჯული რუსული ფულის გამო. არანაირი გამართლება, „რუსული ფაქტორით“, ასეთ გადაწყვეტილებას არ აქვს. ის ცუდი მაგალითია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის.

- ბევრი დარწმუნებულია რომ თუ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საქართველო იზოლაციაში აღმოჩნდება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.

ოპონენტების მტკიცებით, „ქართული ოცნებაა“ გარე ძალებისგან მართული და არა მის მიერ „აგენტებად“ შერაცხული ლამის მთელი პროდასავლური ოპოზიცია. ამგვარი შეფასებები ახლა საკმაოდ ბევრი ისმის.

საქართველოში პარტიების გაუქმება ერთი მხრივ როგორ აისახება ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო მეორე მხრივ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე, რომლებმაც 2024 წლის არჩევნების წინ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს?

ასევე აქტუალური თემაა - „ვისთვის ასუფთავებს პოლიტიკურ ველს „ქართული ოცნება“?

- დასმული კითხვის ყველა დეტალი უაღრესად აქტულაურია. დავიწყოთ იმით, რომ იზოლაცია მართლაც არასასურველი პერსპექტივაა და რეალურია. გარე ძალებისგან მართულობა ყოველთვის ჰიპოთეტურია, რადგან ამის დამტკიცება ვერ ხერხდება და ჩევნ შეგვიძლია მასზე მსჯელობა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის და დაკვირვების საფუძველზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი პირობითობაა.

„აგენტების“ ძახილი არც სააკაშვილის ხელისუფლებას უხდებოდა, არც ივანიშვილისას. თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა 30-იანებშიც კი უაღრესად საჭოჭმანო ეპითეტი გახლდათ. მით უმეტეს, ჩემთვის და თქვენთვის უნდა იყოს ასეთი დაუსაბუთებელი დეფინიცია მიუღებელი და სათაკილო, ისე როგორც, ჩემი აზრით, უაღრესად პირობითია ცნება „პროდასავლური ოპოზიცია“ და „პრორუსული ხელისუფლება“.

ჩვენ, - თქვენ და მე, ჯერ კიდევ როდის ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, ორივე რუსეთის გავლენის ქვეშ იყო და არის. ეს გავლენები სხვადასხვაგვარია, ზოგჯერ პირდაპირი, ზოგჯერ ირიბი, მაგრამ ყოველთვის არსებობს. ლამის, დასაბუთებაც კი აღარ სჭირდება.

ახლა „დასავლეთის კოზირი“ და პროდასავლურობაზე აპელირება. - და განა რომელი ძალა, „მოქალაქეთა კავშირიდან“ დაწყებული, არ იყო ძლიერი რუსული გავლენის ქვეშ და არ მიესწრაფვოდა ქვეყნის დასავლეთისკენ წაყვანას? - ყველა, რა თქმა უნდა.

აქ უკვე შემოდის „ორმაგი თამაშის“ ელემენტი, ისე როგორც ორმაგი აგენტების საკმაოდ სახიფათო რეალობა, რაც ორივე მთავარ ძალას - დასავლეთს და რუსეთს, ყოველთვის აძლევდა აქაური პოლიტიკური ველის კონტროლის საშუალებას. ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ ნაკლებად.

ფონდების ფინანსებიც გავლენის მატარებელია და რუსეთში, თუნდაც ლეგალურად მოხვეჭილი კაპიტალიც.

რაც შეეხება პარტიების გაუქმების შედეგებს, გააჩნია რა მოჰყვება მას. ვიზალიბერალიზაციის გაუქმება და „სვიფტიდან“ გათიშვა სერიოზულად დააზარალებს როგორც მოქალაქეებს, ისე ქვეყანას, მაგრამ ეს თემაც ორლესულია - საქართველოში სიტუაციის არევა ვის დააზარალებს, ამის პროგნოზირება ძნელია.

შეიძლება რუსეთი ახეიროს ყველაზე მეტად, რადგან დესტაბილიზაციის ნანგრევებზე რუსული ძალების დომინირება უფრო რეალურია, ვიდრე შეერთებული შტატების და ამას ერაყი-ავღანეთის გამოცდილებაც ცხადჰყოფს. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

გასუფთავებული ველი? - თავისთვის, რა თქმა უნდა. პოლიტიკურ ველს ვინც ასუფთავებს, ის არასდროს ფიქრობს, რომ მისი მმართველობა ოდესმე დასრულდება. თუ ვიღაცისთვის პერსონალური მმართველობა სასრულია, მემკვიდრე მმართველი ფენა, არა მარტო მისი ნდობით მოსარგებლე, არამედ სიცოცხლისუნარიანიც უნდა იყოს. ამიტომ ცდილობდა საქართველოში ყველა ხელისუფლება მართვადი ოპოზიციის შექმნას - ზურა ჟვანია და „მოქკავშირი“, „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი.

პოლიტიკურ ველს ვინც ასუფთავებს, ის არასდროს ფიქრობს, რომ მისი მმართველობა ოდესმე დასრულდება. თუ ვიღაცისთვის პერსონალური მმართველობა სასრულია, მემკვიდრე მმართველი ფენა, არა მარტო მისი ნდობით მოსარგებლე, არამედ სიცოცხლისუნარიანიც უნდა იყოს

თუ სამთავრობო არხების პროპაგანდას მოვუსმენთ, იქ ხშირადაა საუბარი ახალ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც ოპონირებას გაუწევენ მმართველ „ოცნებას“, თუმცა არ გვეუბნებიან, რატომ მიჩუმდა ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული „ხალხის ძალა“, რა პრინციპული განსხვავებები აქვს სტრატეგიის და ტაქტიკის თვალსაზრისით „ნეიტრალურ საქართველოს“.

არც იმას გვეუბნებიან, თუ 1921 წელს ნეიტრალიტეტის კონსტიტუციურად დადასტურებულმა კურსმა არ იმუშავა, რატომ იმუშავებს 2020-იანებში. არც ის ჩანს, ამ და სხვა პარტიებს რა რესურსი აქვთ, ადამიანური და ფინანსური, რომ რითიმე თანასწორი ოპონირება და კონკურენცია გაუწიონ ამ მხრივ უსაზღვრო შესაძლებლობების „ქართულ ოცნებას“.

არც იმას გვეუბნებიან, თუ 1921 წელს ნეიტრალიტეტის კონსტიტუციურად დადასტურებულმა კურსმა არ იმუშავა, რატომ იმუშავებს 2020-იანებში. არც ის ჩანს, ამ და სხვა პარტიებს რა რესურსი აქვთ, ადამიანური და ფინანსური, რომ რითიმე თანასწორი ოპონირება და კონკურენცია გაუწიონ ამ მხრივ უსაზღვრო შესაძლებლობების „ქართულ ოცნებას“

- საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაცმოძრაობას“ უარი უთხრა შუამდგომლობაზე სარჩელში მოყვანილ ფაქტებზე მოპასუხედ მიეწვიათ პრეზინდეტი მიხეილ სააკაშვილი.

არადა, მართლაც საინტერესო იქნებოდა ბრალდებების მთავარი ადრესატის პასუხები იმ სარჩელზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სასამართლოს პლენუმმა უპასუხოდ დატოვა პარტიების აკრძალვის კანდიდატი პარტიებისგან დასმული კითხვა - რას შეიძლება ნიშნავდეს სარჩელში არსებული ჩანაწერი იმაზე რომ „მომავალში აკრძალვა შეიძლება შეეხოთ იმ პარტიებს, რომლებიც ანგარიშგასაწევი ძალა შეიძლება აღმოჩდნენ“.

უცნობია ვინაა სარჩელის რეალური ავტორი, მაგრამ, იგი უფრო გონიერი და წინდახედული რომ ყოფილიყო, ამგვარი ჩანაწერის გაკეთებას თუნდაც, პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც მინიმუმ, მოერიდებოდა.

მესამე პრეზიდენტის სასამართლოში მოწმის სახით მისვლაზე უარის თქმით და სარჩელში ზემოთმოყვანილი ჩანაწერით, სავარაუდოდ, რისი თქმა უნდოდათ სარჩელის ავტორ უმრავლესობის დეპუტატებს?

- სარჩელის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იოლ გზას ეძებს საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ რასაც აკეთებენ, ის კანონიერი და აუცილებელია. თუმცა, მათზე ვერ იტყვი, რომ არ აქვთ სათანადო ინტელექტი კვალიფიციური მტკიცებულებების ჩამოყალიბებისთვის. უბრალოდ, ძნელია ასეთი მჟღერი ფრაზების მოძებნა. რა თქმა უნდა, ეს განცხადება პოლიტიკურად მცდარია.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწვევას სასამართლო პროცესზე. არ ვარ მომხრე, - მისი დაკითხვა უფრო ნათელი სურათის ჩამოყალიბებას მხოლოდ ხელს შეუშლის და მისთვის კიდევ ერთი ტრიბუნა აღმოჩნდება თავისი შეხედულებების გასაპიარებლად. რაც აქვს, იმასაც სათანადოდ ვერ იყენებს. ხანდახან მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი სულ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, ოღონდ ძნელია არგუმენტის მოძიება, რატომ უნდა აკეთებდეს ამას.

ხანდახან მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი სულ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, ოღონდ ძნელია არგუმენტის მოძიება, რატომ უნდა აკეთებდეს ამას

რაც შეეხება მის პატიმრობას, „ნაცმოძრაობას“ და მასაც აქვს ჩადენილი დანაშაულები, რომელთათვისაც პასუხი უნდა მოეკითხოთ, მაგრამ არა ისეთი, რომ 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტად მყოფი, უსასრულოდ ეჯდეს ციხეში და ეს სარწმუნოდ ხდიდეს მის მტკიცებას, რომ მისი პატიმრობა ბიძინა ივანიშვილზე რუსული ზეწოლის შედეგია.

საერთოდ, არ მიამჩნია სწორად პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი პატიმრობა, ან ექსორია. - როგორიც იყო ლევან მამალაძის იძულებითი ემიგრაცია და როგორიცაა ღრმად მოხუცებული ასლან აბაშიძის მოსკოვში ცხოვრება.

პრეზიდენტ სააკაშვილის და ასლან აბაშიძის ოპონენტი და კრიტიკოსი ვიყავი ყოველთვის, მაგრამ მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ მგონია სწორი იყოს და იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

- სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არა ერთხელ დადგა საკითხი იმის შესახებ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ბევრი თვალსაზრისითაა გაუგებარი.

იგულისხმება ის რომ მოსარჩელე მხარე 5 გასაუქმებელ პარტიას კონკრეტულად რას ედავება, მკაფიოდ გაწერილი არაა. ამის შესახებ, არა ერთხელ გამოთქვა თავისი მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ევა გოცირიძემ.

ამაზე ვრცლად ისაუბრეს ასაკრძალი პარტიების წარმომადგენლებმაც, რომლებმაც ისაუბრეს იმაზე რომ სარჩელი პოლიტიკურად და სამართლებრივად გამართული არაა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ევროპული სტანდარტებითა და ევროპული კონვენციებით არ იხელმძღვანელოს?

და თუ ასე მოხდა, ეს რისი ნიშანი იქნება, იმის ხომ არა რომ საქართველო უარს ამბობს იმ კონვენციებზე, რომლითაც იგი აქამდე მიერთებული იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვას?

- დიახ, ვფიქრობ, რომ სარჩელი უფრო კონკრეტული და დასაბუთებული უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, აუცილებელია ის შეესაბამებოდეს ამ დონის ბრალდების ხარისხს.

რამდენად შეუსაბამოა ევროსტანდარტებთან, ამაზე, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგმული და მსჯელობაც. პოლიტიკის ანალიტიკოსის პოზიციიდან ვიტყვი, რომ ერთადერთი პარტია, რომლის მიმართაც ბევრი მიზეზი და რეალური საფუძველი არსებობს ასაკრძალად, ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ჩვენს პროევროპულ კურსს სერიოზული საფრთხე რომ დაემუქრა, ამაში სწორედ „ნაცმოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობაა ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე.

ერთადერთი პარტია, რომლის მიმართაც ბევრი მიზეზი და რეალური საფუძველი არსებობს ასაკრძალად, ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ჩვენს პროევროპულ კურსს სერიოზული საფრთხე რომ დაემუქრა, ამაში სწორედ „ნაცმოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობაა ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე

გარკვეული პოზიტივის გარდა, რაც სააკაშვილის მმართველობის დასაწყისში არსებობდა, მთელი ეს პერიოდი დასავლური დემოკრატიის დისკრედიტაციისთვის გამოსადეგი ფაქტებით იყო სავსე, რომელსაც ეს პარტია, მომდევნო 14 წლის განმავლობაში, არ გაემიჯნა და არ შეაფასა ის.

- ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სასამართლოსაგან მოითხოვა ჩორჩანის საგუშაგოს გახსნისა და ასევე „გავრილოვის“ ღამის“ თემაზე მოწმის სახით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ ირაკლი კობახიძის, შსს ყოფილი მინისტრის გომელაურის, სუს-ის ყოფილი უფროსის ლილუაშვილის, თბილისის მერის კახი კალაძის და პარლამენტის ექს-სპიკერის თალაკვაძის დაბარება.

გარდა ამისა, პარტია „საქართველოსთვის“ მოითხოვა პარტია საერთო სარჩელიდან მათი საქმის ცალკე გამოყოფა.

ამ პარტიის წევრები აკეთებენ განცხადებას რომ პარტია „საქართველოსთვის“ აიკრძალა, მათი ფრაქცია პარლამენტს დატოვებს.

ამ პარტიების მიერ მოწმის სახით ჩამოთვლილი ადამიანების დაბარებაზე უარის თქმა სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?

რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტის დატოვების მუქარა წონადი არგუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის?

- ეს თემა საკმაოდ წინააღმდგობრივია. რომ არ გამოიწვიოს გარკვეული მცდარი აღქმა, ვიტყვი რომ არც ამ პარტიის მომხრე ვარ და არც ამ პარტიის წევრი, მაგრამ ერთ რამეს ყველამ ყურადღება უნდა მიაქციოს - გახარიას პარტია ერთადერთი კონკურენტუნარიანი წარმონაქმნი იყო ჩამოყალიბებიდან გარკვეული დროის განმავლობაში. ამას გახარიას ფაქტორიც განაპირობებდა და „ოცნების“ ელექტორატის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერაც, რომელსაც ამ პოლიტიკური ძალის მმართველობა მობეზრდა, მაგრამ ახალ პოლიტიკურ სუბიექტს ვერ პოულობს.

ეს ივანიშვილმა კარგად გააცნობიერა და გიორგი გახარია ერთადერთია, ვინც დაიმსახურა მისგან ეპითეტი - „გარეწარი“.

„ქართული ოცნების“ ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების დაბარებას ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლო, ბუნებრივია, არ დათანხმდებოდა. ეს ხომ გახარიას პარტიისთვის იქნებოდა საშუალება ხელისუფლებაზე შეტევის. ბუნებრივია, ვერც ცალკე სარჩელად გამოყოფისთვის აუცილებელი არგუმენტები წარმოადგინეს.

„ქართული ოცნების“ ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების დაბარებას ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლო, ბუნებრივია, არ დათანხმდებოდა. ეს ხომ გახარიას პარტიისთვის იქნებოდა საშუალება ხელისუფლებაზე შეტევის. ბუნებრივია, ვერც ცალკე სარჩელად გამოყოფისთვის აუცილებელი არგუმენტები წარმოადგინეს

პარლამენტის დატოვება ისევ იმ აბსურდის ჟანრის ოპერიდანაა - მათმა კოლეგებმა პარლამენტში შესვლაზე უარი რომ თქვეს და სერიოზული დარტყმა მიაყენეს ქვეყანას დესუვერენიზაციის მიმართულებით.

- ხელისუფლების ოპონეტების მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა „2008 წლის აგვისტოს ომის წინ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ისეთ ნაბიჯებს, რამაც რუსეთი აიძულა საქართველოში ჯარით შემოსულიყო, ხოლო, ხოლო შემდეგ ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“.

მათივე მტკიცებით, ამგვარი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენში მოხვედრა აშკარად რუსეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოფიციალურ მოსკოვს სრული უფლება ექნება ოფიციალური თბილისისაგან მოითხოვოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

2008 წლის „აგვისტოს ომიდან“ ბევრი წელია გასული, მაგრამ, წელი არ გასულა რომ მოსკოვს თბილისისაგან „ახალი რეალობის“, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ მოეთხოვოს.

უკანასკნელი თვეებია კრემლის ამ მოთხოვნას ახლა კიდევ აქვს დამატებული ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს“.

სამწუხაროდ, უკრაინა-რუსეთის ომის მალე დასრულების არანაირი საფუძველი, ჯერჯერობით არ ჩანს. მაგრამ, თუ სარჩელის ეს დეტალი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში ასახვა ჰპოვა, ეს რამდენად შეიძლება იქნას შეფასებული იმგვარ ქმედებად, რომ საქართველოს ხელისუფლება ნებსით თუ უნებლიედ მოსკოვს რუსული გეგმების შესრულებაში ხელს უწყობს?

- არანაირი რუსული გეგმა არ არსებობს. რუსეთს დიდი ხანია ქვს ეგზისტენციური პრობლემა. ერთხელ საბჭოთა ხელისუფლებით და მარქსიზმ-ლენინიზმის მოშველიებით გადაავადა დეზინტეგრაციის და დაცემის გარდუვალი პროცესი. ერთხელაც სოციალისტური ბანაკის დაცემას და საბჭოთა კავშირის დაშლას დათანხმდა, რომ რუსეთის ფედერაციის ფარგლებში შეენარჩუნებინა არსებობა. თუმცა, ეს როგორც გამოჩნდა, პრობლემის დროებითი მოგვარება იყო.

დღეს პუტინმა დეზინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, მაგრამ ვერ იპოვნა ქვეყნის განვითარების გზა, თითქოს სოციალური ფონი დაასტაბილურა, მაგრამ მიზნად თემური წყობილების ცნობიერებაზე დაბრუნება დაისახა, მესამე რომის და მეორე კონსტანტინეპოლის იდეოლოგიის შეფარული აღიარებით.

დღეს პუტინმა დეზინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, მაგრამ ვერ იპოვნა ქვეყნის განვითარების გზა, თითქოს სოციალური ფონი დაასტაბილურა, მაგრამ მიზნად თემური წყობილების ცნობიერებაზე დაბრუნება დაისახა, მესამე რომის და მეორე კონსტანტინეპოლის იდეოლოგიის შეფარული აღიარებით

ცოტა ზედმეტი მოუვიდა საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას და სათანადოდ ვერ შეაფასა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაკვეთილები. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია კი მოახდინა, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით არაეფექტურმა მოქმედებამ ცოცხალი ძალის და ძველმოდური ტანკების, ვერაფერი შეასმინა. ის ბაქი-ბუქი, ვთქვათ, პროპაგანდისტ სალავიოვის - თბილისი რატომ არ ავიღეთო, მხოლოდ ბაქი-ბუქია. მილიონნახევრიანი ქალაქის აღება იოლია - შენარჩუნება და გაკონტროლება კი ძნელი. ამას რუსები მხოლოდ კიევში მიხვდნენ.

მათ შეიარაღება გააუმჯობესეს, მაგრამ უკრაინის ერთი ზალპით დაბყრობა ვერ მოახერხეს. - უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არ ჩამოიშალა და რუსებმაც სხვა ტაქტიკა აირჩიეს, რომელიც ჯერ-ჯერობით, ამ ომში მათ უპირატესობის ქონის საფუძველს აძლევს.

ვერ დაგეთანხმებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საფუძველი არ ჩანს. თუ შტატები არ განაახლებს ძველი მასშტაბით სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას, უკრაინა დაეცემა. ევროკავშირის შიგადაშიგ მერყევი თანადგომა, რუსებთან გამკლავებას არ ეყოფა.

ეგზისტენციური საფრთხე რუსებს ისევ აქვთ, მაგრამ ყველაზე მწვავე, აქტუალური და რეალური არის მისი საფრთხე, რომელიც მას ჩრდილოეთ კავკასიაში ელის სამხრეთ კავკასიიდან წასვლა-გაძევების შემდეგ.

თუ ტრამპის გზამ „იმუშავა“, თუ სომხეთმა, სომხური ლობის მხარდაჭერით, პროდასავლურ კურსს უერთგულა, თუ შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა რეალურად აღადგინა, კავკასიონს გადაღმა სივრცე რუსეთის აქილევსის ქუსლი გახდება და ნებისმიერ დროის შემდეგ შეიძლება ჩამოიშალოს.

თუ ტრამპის გზამ „იმუშავა“, თუ სომხეთმა, სომხური ლობის მხარდაჭერით, პროდასავლურ კურსს უერთგულა, თუ შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა რეალურად აღადგინა, კავკასიონს გადაღმა სივრცე რუსეთის აქილევსის ქუსლი გახდება და ნებისმიერ დროის შემდეგ შეიძლება ჩამოიშალოს

პუტინი, რუსეთის ისტორიაში, ჩემი აზრით, საუკეთესო ეთნიკურად რუსი მმართველია, მაგრამ მას არ აქვს არც სტალინის გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა და არც ეკატერინე II-ის ცბიერება.

„მტკიცე ხელით“ ქვეყნის მართვა შეიძლება, მაგრამ როცა ციხეში გიკვდება ნავალნი, ხოლო ამბოხებული და შემორიგებული პრიგოჟინი, თავის გუნდთან ერთად, ვერტმფრენის კატასტროფისას იღუპება, - როცა ხელისუფლების განსამტკიცებლად ასეთი ნაბიჯები გჭირდება, ძლიერი მმართველი ვერ ხარ.

როცა „სამხრეთელ ოსებს“ დამოუკიდებლობას „ჩუქნი“ შენს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიას, ფედერაციის იმ სუბიექტად ამყოფებ, რომელსაც ამ ფედერაციიდან გასვლის უფლება არ აქვს, შენი ლოგიკა ძალმომრეობაა და ყოველთვის არ იმუშავებს.

ამას კიდევ არც სააკაშვილის ხელისუფლება ეუბნეოდა რუსეთს და არც ეს ხელისუფლება. მიზეზი - ცხადია...

სასამართლო განჩინებას რაიმე ქმედითი ფაქტორის როლის შესრულება არ შეუძლია. 2008 წლის ამბების ინტერპრეტირება ბევრნაირად შეიძლება და ეს თავის დროზე, ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც გამოჩნდა.

მართალია, საერთაშორისო სამართალი დღეს არ მუშაობს, ან უკიდურეს შემთხვევაში, ნაკლებად მუშაობს, მაგრამ ჩევნი პოზიცია ყოველთვის სამართლიანი უნდა იყოს. მათ შორის, იმ თვალსაზრისით, ვინ როდის სად შევიდა და ვინ საიდან რა მოიმოქმედა.

ისე, რა თქმა უნდა, არც სამაჩაბლოს ტერიტორიაზე სამშვიდობო კონტინგენტის არსებობა უნდა დავივიწყოთ, რომელიც საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ნებით იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

- დამკვირვებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ „ქართული ოცნების“ მოთხოვნა ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე დაკმაყოფილდება, ეს განაჩენი მაშინვე გასაჩივრდება სტრასბურგში და „დიდია იმის ალბათობა რომ საქმის არსებით განხილვამდე ევროპის სასამართლო შეაჩერებს საქართველოს საკონსტიუტუციო სასამართლოს ვერდიქტის აღსრულებას.“

მათივე მტკიცებით, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება დადგება არჩევანის წინაშე - იგი ან უნდა დაემორჩილოს სტრასბურგს, რის შედეგადაც ოპოზიციურ პარტიებს შეეძლებათ ძველებურად გააგრძელონ საქმიანობა, ან არ დაელოდოს საქმის არსებით განხილვას, სადაც ასევე გარანტირებული წაგება ელით და გამოუცხადოს დაუმორჩილებლობა ევროპის სასამართლოს, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ევროსაბჭოს დატოვებას და ევროინტეგრაციის პროცესისგან სრულ და საბოლოო გამიჯვნას.

მაგრამ, ეს ასე იოლი ამბავი არაა. ამას, შესაძლოა, მოჰყვეს სერიოზული სანქციები და არა მხოლოდ სიტყვიერი დაგმობები. ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ასევე კატეგორიულად მიუღებელია ამერიკისთვის.

ამ მოსაზრების ადამიანთა მტკიცებით, სტრასბურგისადმი დაუმორჩილებლობა საქმის არსებით განხილვამდე, პრაქტიკულად გამოიწვევს „ბიძინა ივანიშვილის დიქტატორობის გაფორმებას საერთაშორისო დონეზე, აქედან გამომდინარე არცთუ მარტივი შედეგებით.“

შეუძლებელია, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარებზე მმართველ გუნდში არ ფიქრობდნენ.

დიდი ხმაურის შემდეგ აკრძალულმა პარტიებმა რომ კვლავ გააგრძელონ ლეგალური ფუნქციონირება, ეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისათვის იქნება დიფსთეითის ტრიუმფი და ბიძინა ივანიშვილის ყოვლისშემძლეობის მითისთვის დიდი ზიანის მიყენება.

თუ სტრასბურგის სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა, ასეთ შემთხვევაში მოქმედების რა გზას აირჩევს „ქართული ოცნება“?

- რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში, „ოცნება“ გააგრძელებს ოპონირების რეჟიმს. რით დამთავრდება მთელი ეს პროცესი, ძნელი სათქმელია. ბევრ სამომავლო ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ არ უნდა შევხედოთ მიმდინარე მოვლენებს პრიზმაში - რა დააზარალებს ივანიშვილს, ან რა მოუვათ ამა თუ იმ შემთხვევაში, აკრძალულ ან ასაკრძალავ პარტიებს. ჩვენთან, როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, რახანია ხალხი პოლიტიკაში მთავარ როლს არ ასრულებს.

რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში, „ოცნება“ გააგრძელებს ოპონირების რეჟიმს. რით დამთავრდება მთელი ეს პროცესი, ძნელი სათქმელია. ბევრ სამომავლო ფაქტორზეა დამოკიდებული

არსებითად ვინ მიესალმება ამას და ვინ დაგმობს, არც ესაა მაინცა და მაინც მნიშვნელოვანი. მთავარია, შეესატყვისებოდეს პროცესის შინაარსი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. თუმცა, აქაც დიდი პრობლემა გვაქვს - „ეროვნული ინტერესები“ ამ ქვეყანაში ყველას სხვანაირად და თავისებურად ესმის.

- მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვა დაიწყო, იურისტების საკმაოდ დიდი ნაწილი გამოთქვამს აზრს იმის შესახებ, რომ მმართველი პარიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი პოლიტკურად და სამართლებრივად ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განსახილველად იღებს.

იურისტმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ალაფიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - „საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება“.

ალაფიშვილის მტკიცებით, ის ბრალდებები, რაც სარჩელშია პარტიების მიმართ გამოთქმული, მათზე გამოძიება უნდა ეწარმოებინა პროკურატურას საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე და მათზე სასამართლოებს უნდა ჰქონდეთ გამოტანილი განაჩენები.

მესმის რომ თქვენ იურისტი არ ბრძანდებით, მაგრამ ამავე თემაზე სასამართლოში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა წევრმა, ამჟამად „კოალიცია ცვლილებების“ წევრმა, მაია კოპალეიშვილმა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ თემებზეც იმსჯელოს და გარკვეული კორექტივებიც კი შეიტანოს?

- ბატონი ლევან ალაფიშვილი მართალია. პროცესიალური მხარე მეტ, მკაფიო და რეალურ თანმიმდევრულობას მოითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლო, ცხადია, იმსჯელებს ბევრ რამეზე, გადაწყვეტილების მიღებამდე და სხვა ბევრ გარემოებასაც გაითვალისწინებს.

მთელ ამ პროცესში ლოგიკა არის, მაგრამ სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპი ქვეყანაში მაინც ეჭვქვეშ დგას. ამას კიდევ დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, უამრავი მიზეზი განაპირობებს. - დასავლური დემოკრატიის ჩარჩოებიდან გამოსვლა, 2004-2012 წლების მოვლენების სათანადო შეუფასებლობა და იმ წლების გამოცხადება დასავლური დემოკრატიის ჩარჩოდ.

სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპი ქვეყანაში მაინც ეჭვქვეშ დგას. ამას კიდევ დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, უამრავი მიზეზი განაპირობებს. - დასავლური დემოკრატიის ჩარჩოებიდან გამოსვლა, 2004-2012 წლების მოვლენების სათანადო შეუფასებლობა და იმ წლების გამოცხადება დასავლური დემოკრატიის ჩარჩოდ

არც ის არის უმნიშვნელო, თუ ამ პროცესს ოპერატიულად წამოეწია შტატების ადმინისტრაციის რეაქცია, სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია - ღია, ან კულუარული, ამ კონკრეტულ საქმესთან ან სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

სხვა, არსებითად მოვლენათა მსვლელობას ვერ შეცვლის. თუ ეს მომენტი გამოირიცხა, - ყველა, ხუთივე პარტია აიკრძალება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი