მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სტიუარტი, რომელსაც დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის 2010 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ რაინდის წოდება მიანიჭა, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გუშინ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, საყვარელი მეუღლის - სანის მზრუნველ გარემოცვაში, გარდაიცვალა სერ პატრიკ სტიუარტი. ეს მოხდა ალცჰაიმერის დაავადებასთან და ლევის სხეულების დემენციასთან ხანმოკლე, თუმცა მძიმე ბრძოლის შემდეგ“, - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სტიუარტმა მსახიობობა 18 წლის ასაკში დაიწყო და 1960-იანი წლებიდან სამეფო შექსპირის თეატრალური დასის წევრის სტატუსით სცენაზე შესრულებული როლებით აღიარება მოიპოვა. თუმცა, მსოფლიო აღიარება მოიპოვა ტელესერიალში „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ კაპიტნის, ჟან-ლუკ პიკარის და ფილმში „იქს-ადამიანები“ ტელეპათი პროფესორის, ჩარლზ ქსავიეს, როლების შესრულებით.
ის სერ პატრიკ სტიუარტი მას შემდეგ გახდა, რაც 2010 წელს ბუკინგემის სასახლეში დედოფალმა ელისაბედ II-მ დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის რაინდის წოდება მიანიჭა.

























