ანონსი 30 ოქტომბერი

ანონსი  30 ოქტომბერი

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გაიმართება.

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2026 წლის სექტემბერი“.

მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესი“, ფართომასშაბიანი ცნობიერების ამაღლების რეგიონული კამპანიის "ეკომეგობრული აჭარა 2026“ ფარგლებში, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიების ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

(C კორპუსი, IV სართული)

30 ოქტომბერს, 14:30 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, მედიასთან კითხვა - პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

მის: სააპელაციო სასამართლო

30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი გაიმართება.