გია ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულებზე - ქვეყანამ ჰუმანიტარული მოსაზრებით და პრაგმატული მოსაზრებით, რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გამოუშვას გარეთ, იქნებ დაფიქრდეს ვინმე საკუთარ ქვეყანაზე

გია ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულებზე - ქვეყანამ ჰუმანიტარული მოსაზრებით და პრაგმატული მოსაზრებით, რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გამოუშვას გარეთ, იქნებ დაფიქრდეს ვინმე საკუთარ ქვეყანაზე

ქვეყანამ ჰუმანიტარული და პრაგმატული მოსაზრებით რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გამოუშვას გარეთ, იქნებ დაფიქრდეს ვინმე საკუთარ ქვეყანაზე, - ამისა შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსების მიერ გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციაში საპროცესო შეთანხმებაზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ამ პროცესში გადამწყვეტი მაინც სახელმწიფოს პოზიციაა.

ამასთან, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “4 ოქტომბრის საქმეზე კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები არსებობს, რასაც ვერავინ უარყოფს”.

„ოპოზიციას ვერ ვეძახი, ამ ოპონენტების რიგებში ამბობენ, რომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობია, აქებენ ამ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე გამოსასვლელად კარგია, რომ არა ციხეში იჯდე, არამედ აღიარებდე თუნდაც თაღლითურად დანაშაულს. ზოგი ამბობს, რომ იქ უნდა იჯდე, სანამ ყველა ადამიანი, ვინც შენი გულისთვის ზის ციხეში და იმ იდეას შესწირეს თავისი ცხოვრების პერიოდი, იქ არიან. არის მესამე აზრი, რომელიც ფიქრობს, რომ მართლაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები, სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და შენარჩუნება, გადარჩენა ჩვენი ქვეყნისა დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოში ტურბულენტობა აღარ იყოს და დესტაბილიზაცია აღარ იყოს. აი, სამივე მიმართულებას ვუშვებ.

მაგრამ მთავარი აქ არის სახელმწიფოს დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ძალიან მყარად, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება და ციხეში ჩასმა. იმ ადამიანებისთვის მიცემა საშუალების, რომლებიც ჩასაფრებულები არიან, რომ მუდმივად იძახონ, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავს საქართველოს. თავადვე გაუკეთეს მობილიზება, დააფინანსეს, არც მალავენ და დღეს ამბობენ, რომ აი, ეს სინდისის თუ პოლიტიკური პატიმრები არიან. ამის საწინააღმდეგოდ უნდა იმოქმედოს ქვეყანამ და ჰუმანიტარული მოსაზრებით და პრაგმატული მოსაზრებით, რაც შეიძლება მეტი ხალხი გარეთ გამოუშვას, იქნებ დაფიქრდეს ვინმე საკუთარ ქვეყანაზე.

მაგრამ, ფაქტია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, კონკრეტული ზარები იყო, იქ ბატონი ახალაიაც ჩართული იყო, თვითონ პაატა იღებდა ინსტრუქციებს, ზოდელავაც. ფაქტია ის, რომ მობილიზებას აკეთებდნენ, თუმცა ის ძალა ვერ შეკრიბეს, რასაც თვითონ ეძახდნენ ამ მამაკაცურ ძალას. ფაქტია ისიც, რომ რაღაც იარაღიც აღმოჩნდა, ასაფეთქებელი ნივთიერებებიც შემოჰქონდათ საქართველოში, ეს ფაქტებია. ვერავინ ვერ ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

საერთოდ შეწყალება, დათმობა არის ის სტილი, რაც უნდა ყოველთვის სახელმწიფოს ახასიათებდეს, მაგრამ ძალიან მკაცრი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის ინტერესებს კონკრეტული ქმედება, კონკრეტული ადამიანი”,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.