კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს

კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს

კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს.

„დღეს, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა მმართველ საბჭოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას აცნობა, რომ 2027 წლის 7 თებერვალს თანამდებობას დატოვებს“, - ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2027 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო.