საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს 29-30 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.
„ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები არიან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























