ისრაელის ცესკო ხმების 90.9%-ის დათვლის შემდეგ - ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 53 მანდატს მოიპოვებს

ისრაელის ცესკო ხმების 90.9%-ის დათვლის შემდეგ - ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 53 მანდატს მოიპოვებს

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 90.9%-ის დათვლის შემდეგ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ისრაელის პარლამენტში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ქნესეთში 53 მანდატს მოიპოვებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემების თანახმად, ნეთანიაჰუსი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი 48 მანდატს აგროვებს.

ამასთან, არაბული პარტიები 19 მანდატს მოიპოვებენ.

ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად 61 მანდატია საჭირო.