თორნიკე ართქმელაძე - ბოლო 35 წლის განმავლობაში რაც იქნა წვალებით ნაშენები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს

თორნიკე ართქმელაძე - ბოლო 35 წლის განმავლობაში რაც იქნა წვალებით ნაშენები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს

ბოლო 35 წლის განმავლობაში რაც იქნა წვალებით ნაშენები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს - ეს იქნება გამოუსწორებელი ზიანი „ქართული დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” წევრმა თორნიკე ართქმელაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თორნიკე ართქმელაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ის იყოს.

„ეს არის მომზადება იმისა, რომ პირველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიებისგან მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი და შემდეგ ნებისმიერ აქტიურ პიროვნებას აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უკვე აუკრძალეს საქმიანობა და რა თქმა უნდა, შემდეგი ჯერია პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ პირებზე, რომ მათ აღარ ჰქონდეთ საშუალება, ამ სფეროში იყვნენ. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს არის ამ პროცესის გაგრძელება.

სურვილი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ მხოლოდ ის იყოს პოლიტიკურ ველზე და არავინ სხვა, უბრალოდ მათ არ ესმით, რომ ამ ქვეყანაში არსებობს სულ მცირე მილიონამდე ადამიანი, რომელიც არ დათმობს თავის თავისუფლებას. ეს ადამიანები თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან“, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.