პენტჰაუსი ისტორიულ შენობაში თბილისის გულში

პენტჰაუსი ისტორიულ შენობაში თბილისის გულში

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა მულტიფუნქციურ კომპლექსად გარდაიქმნება. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია პრემიუმ აპარტამენტები, რომელთა განსაკუთრებულ ხასიათს შენობის ისტორიაც განსაზღვრავს. ამ მისამართზე ახალ საცხოვრებელ სივრცეებს ისტორიული ნაგებობისგან განცალკევებით არ ქმნიან: არქიტექტორებმა დიდი შრომა გაწიეს პროექტის თავდაპირველი სახის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად. შიდა სივრცეები, ფოიედან დაწყებული პენტჰაუსით დამთავრებული, პირველ რიგში სწორედ უნიკალური ისტორიის ანარეკლია.

შენობა 1936 წელს მიხეილ ნეპრინცევის პროექტით აშენდა. თავდაპირველად აქ ჩაის ადმინისტრაციული ცენტრი მუშაობდა, საიდანაც 97 ჩაის ქარხანასა და რეგიონულ პლანტაციებს მართავდნენ. მოგვიანებით ნაგებობაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო განთავსდა. დღეს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მის განახლებაზე მრავალპროფილური ბიზნეს-ჯგუფი DMG Group-ის დეველოპერული კომპანია Immobiliare მუშაობს. კოსტავა 49 იმობილიარეს პირველი დეველოპერული პროექტია.

განახლების კონცეფციაზე ესპანურმა არქიტექტურულმა სტუდიამ Bofill Taller de Arquitectura იმუშავა. პროექტის მთავარმა არქიტექტორმა პაბლო ბოფილმა, სამუშაოს დაწყებამდე ორი თვე თბილისის არქიტექტურის, მათ შორის საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობის შესწავლას დაუთმო. განახლებული შენობა ისტორიულ დეტალებს შეინარჩუნებს, ახალი სტილისტიკური დეტალები კი ბოფილის სტუდიოს ხელწერით შეივსება.

პროექტის გეგმაა განახლებულ ინტერიერებში ბუნებრივი ქვის, თაღოვანი ფორმებისა და თავშეკავებული ფერთა პალიტრის გამოყენება. საცხოვრებელი სივრცეები კი უნდა იყოს ბუნებრივი სინათლით მდიდარი. განსაკუთრებული სიფრთხილით დაიგეგმა პენტჰაუსი იმობილიარეს პროექტში, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში თანამედროვე ცხოვრების მაღალი სტანდარტების სიმბოლო უნდა გახდეს.

პროექტის გეგმით იმობილიარეს პენტჰაუსის საერთო ფართობი ორ ძირითად ნაწილად გაიყოფა - საცხოვრებელ სივრცედ და ვრცელ იზოლირებულ ტერასად. პროექტის ჩანაფიქრით, გარე სივრცე ისე მოეწყობა, რომ შექმნას კერძო სახლის იზოლირებული ბაღის ეფექტი.

ტერასა მოპირკეთდება სპეციალური ყინვაგამძლე მასალით. ტერასის ტერიტორიაზევე განთავსდება სრულად აღჭურვილი აუზი. პენტჰაუსის შეძენის შემთხვევაში, ახალი მფლობელი მიიღებს ბოფილის სტუდიოს ინტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებასაც.

პენტჰაუსის მფლობელი ინვესტიციას არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეში, არამედ თბილისის ისტორიული ცენტრისთვის ახალი სტანდარტების გარემოში დებს. პროექტის გუნდი შენობაში საცხოვრებელი ერთეულების გარდა, კომერციულ ფართებსა და რესტორანს მოაწყობს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია პროფესიული სტანდარტების ფიტნესზონა და მიწისქვეშა პარკინგი..

კოსტავას ქუჩაზე ძველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ისტორიული შენობის განახლება DMG Group-ის დეველოპერულ საქმიანობაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია. Immobiliare-ს სამომავლო გეგმებში მაღალი კლასის საცხოვრებელი პროექტების პარალელურად ურბანული განახლებაც შედის. კოსტავა 49 დეველოპმენტთან მაღალი ეთიკური მიდგომის ერთი მაგალითია, რომელიც შენობის ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნებას ეფუძნება. სამომავლო გეგმებში კი უფრო ფართო და ამბიციური პროექტების განხორციელებაა, რაც თბილისში ცხოვრების საერთო ხარისხს გააუმჯობესებს.

განახლებული კოსტავა 49 კარგი მაგალითია იმისა, რომ სწორი არქიტექტურული მიდგომის შემთხვევაში თანამედროვე სტანდარტების პენტჰაუსი საქართველოში ისტორიულ ნაგებობებშიც თავისუფლად შეიძლება ინტეგრირდეს. რიკარდო ბოფილის სტუდიოს მიერ შემუშავებული ახალი ინტერიერი შენობის ისტორიულ არქიტექტურას თანამედროვე სტილს ორგანულად უკავშირებს. კოსტავა 49 ქალაქისთვის ნაცნობ სახეს შეინარჩუნებს, განახლებული სივრცეები კი შენობას ახალ სიცოცხლეს შესძენს.

(R)