ანონსი 20 ოქტომბერი

ანონსი  20 ოქტომბერი

20 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „მერკურში“ ქართულ-ბერძნული ბიზნეს ფორუმი - „ბიზნესი და ინვესტირება საქართველოში“ გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC) და ბერძნულ-ქართული სავაჭრო პალატა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ორივე ქვეყნის ბიზნეს, საინვესტიციო და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები.

მის: მელიქიშვილის გამზ. #10.

საკონტაქტო: 599 51 64 75

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩს შეხვდება.

მის: ბრიტანეთის ელჩის რეზიდენცია (კრწანისი)

20 ოქტომბერს, 14:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგს გამართავს.