დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს

დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები გერმანიის მთავრობის პრესსპიკერზე, სტეფან კორნელიუსზე დაყრდნობითავრცელებენ.

პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

„კანცლერმა და პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები განიხილეს“, – განაცხადა სტეფან კორნელიუსმა.

მისივე თქმით, ფრიდრიხ მერცმა ასევე მიულოცა დონალდ ტრამპს აშშ-ის კონგრესის მიერ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება.