Reuters - საუდის არაბეთმა მექას მახლობლად „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდო

Reuters - საუდის არაბეთმა მექას მახლობლად „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდო

საუდის არაბეთმა მექას მახლობლად „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკი ტურკი ალ-მალქის ცნობით, თავდაცვის ძალებმა დრონი იქამდე ჩამოაგდეს, ვიდრე წმინდა ქალაქის აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდოდა.

ალ-მალქიმ აღნიშნა, რომ მექას უსაფრთხოება „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.

„ჰუსიტების“ განცხადებით, საუდის არაბეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მექაზე თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა.