ლოს-ანჯელესში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, ვერტმფრენი ლოს-ანჯელესის ცენტრიდან დაახლოებით 25 მილის დაშორებით, ჩატსვორთში ჩამოვარდა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენში.

როგორც CNN-ი წერს, ვერტმფრენი ერთ-ერთ მედიასაშუალებას ეკუთვნოდა.

ვერტმფრენი ავტომობილებისა და სატვირთო კონტეინერების მახლობლად ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.