უკრაინული მედია - რუსების მიერ ოდესაზე დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

უკრაინული მედია - რუსების მიერ ოდესაზე დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

რუსების მიერ ოდესაზე დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის ხუთი თვის ბავშვიც არის.

მისი თქმით, ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ და ქალაქში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.