სოჭის სანაპიროზე საზღვაო დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

სოჭის სანაპიროზე საზღვაო დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

სოჭის სანაპიროზე საზღვაო დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოჭის სანაპიროზე საზღვაო დრონებით თავდასხმა 9 სექტემბერს, საღამოს განხორციელდა.

საზღვაო დრონებით იერიშის შედეგად სოჭში სანაპირო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

თავდასხმა დაადასტურა კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმაც და განაცხადა, რომ სულ მცირე, 8 ადამიანი დაშავდა.