ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ალიევი და ფაშინიანი ყირგიზეთის რესპუბლიკაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებიან.