რუსებმა კრამატორსკის ცენტრში საჰაერო ბომბები ჩამოაგდეს, დაშავებულია 22 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსებმა კრამატორსკის ცენტრში საჰაერო ბომბები ჩამოაგდეს, დაშავებულია 22 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსებმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრში საჰაერო ბომბები ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.

თავდაპირველად ცნობილი იყო 4 დაშავებულის შესახებ მოგვიანებით კი დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.

„ვადგენთ მსხვერპლის ზუსტ რაოდენობას და ნგრევის მასშტაბებს“, - განაცხადა დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ოლქში დარჩენა საშიშია და მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.