კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.