კეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის დოჰაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი  მიიღებენ

კეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის დოჰაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი  მიიღებენ

აშშ-სა და ირანს შორის დოჰაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მიიღებენ, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„სპეციალური წარმომადგენლები უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიმდინარე კვირაში დოჰაში მაღალი დონის შეხვედრებისთვის გაფრინდებიან“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ლევიტის თქმით, დოჰაში მხარეებს შორის ტექნიკური მოლაპარაკებებიც გაიმართება.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ირანმა შეხვედრა მოითხოვა“.

„ირანმა შეხვედრა მოითხოვა. ის ხვალ დოჰაში გაიმართება“, - დაწერა ტრამპმა.