ანონსი 27 ივნისი

ანონსი  27 ივნისი

27 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისში“ საგანმანათლებლო პლატფორმა NGS-ის ფარგლებში პირველი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება.

მასტერკლასს „აკადემიური ლიდერობა“, მედიცინის დოქტორი, კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი მაია ბუწაშვილი გაუძღვება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. №64ა

საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი 577 24 40 85

27 ივნისს, 11:00 საათზე, ფილარმონიის წინ, აქციების დროს დაკავებული პირების მშობლების და ოჯახის წევრების ნაწილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „შაბათის მარშში მონაწილეობის მოწოდება და მიმართვა საზოგადოებას“.

საკონტაქტო თეონა ჭალიძე 591 05 16 01

27 ივნისს, 11:00 საათზე, პარტია „დროა” ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მის: პოლიკარპე კაკაბაძის 7ა, „ახლების” ოფისი.