ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში დღეს, ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. სწორედ პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დაიხურება საგაზაფხულო სესია.

პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.