ზაზა ვაშაყმაძე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს, როლფ ბარაისს შეხვდა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეპისკოპოსმა კმაყოფილება გამოხატა რელიგიის სააგენტოს მიერ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მიმართ გაწეული დახმარების გამო და სააგენტოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

„ეპისკოპოსმა ბარაისმა ზაზა ვაშაყმაძეს დახმარება სთხოვა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუთერული ეკლესიის წარმომადგენელთა გადასვლასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.