ანონსი 1-ელი მაისი

ანონსი  1-ელი მაისი

1-ელ მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

1-ელ მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

1-ელ მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „მუზეუმში"მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" საპირველმაისო კონფერენციას გამართავს.

საკონტაქტო: მერაბ ქართველიშვილი - 593 18 69 94

1-ელ მაისს, 14:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.