რუსებმა დნიპროს შეუტიეს, დაშავდა 10 ადამიანი

რუსებმა დნიპროს შეუტიეს, დაშავდა 10 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროს შეუტიეს. აფეთქების ტალღამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 12 წლის ბავშვიც არის.

„ხანძარი გაჩნდა. აფეთქების ტალღამ მრავალსართულიანი შენობა და ბანკი დააზიანა. დაშავებულია 10 ადამიანი“, - განაცხადა განჟამ.