ვოლოდიმირ ზელენსკი - აბუ დაბიში ტყვეების 1000 1000-ზე, ან 1500 1500-ზე გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - აბუ დაბიში ტყვეების 1000 1000-ზე, ან 1500 1500-ზე გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს.

„ხვალ მომლაპარაკებელი ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღეს განვიხილეთ გაცვლის შესაძლებლობა; სურთ 1000 1000-ზე, შესაძლოა 1500 1500-ზე. ამერიკელები რუსეთში ფართომასშტაბიანი გაცვლის დღის წესრიგით გაემგზავრებიან. მეორე საკითხი ტერიტორიებს ეხებოდა, რომელიც რუსებმა წამოჭრეს. ეს ლიდერების დონის საკითხია - ჩვენს მომლაპარაკებლებს ეს მანდატი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების დროს წამოიჭრა, ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხი იყო.