სალომე ზურაბიშვილი - ტერნოპილის მოსახლეობის მიმართ ღრმა მწუხარებას გამოვხატავ - ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია

სალომე ზურაბიშვილი - ტერნოპილის მოსახლეობის მიმართ ღრმა მწუხარებას გამოვხატავ - ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია

ტერნოპილის მოსახლეობის მიმართ ღრმა მწუხარებას გამოვხატავ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

„რუსეთის სასტიკმა დარტყმამ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 93 დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ტერნოპილს გუშინ დაარტყეს. რუსული ძალების თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.