უკრაინული მედია - ტერნოპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია

უკრაინული მედია - ტერნოპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია

უკრაინის ტერნოპოლის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ასევე, დაშავებულია 66 ადამიანი.

„ეს არის ტერნოპილში ორ ადგილას დაღუპულთა საერთო რაოდენობა. ერთგან ცხრასართულიანი შენობის ზედა სართულებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მეორე ლოკაციაზე კი ხანძარი მძვინვარებდა“, - განაცხადა ტერნოპოლის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი დირექტორატის პრესსპიკერმა, სერგეი დანილინმა.

მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება.