კახა კალაძე - ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო - თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა

კახა კალაძე - ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო - თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა

თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო.

ამის შესახებ კალაძე პლატფორმა X-ზე წერს.

"ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო - თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას" , - წერს კალაძე.