პარლამენტის მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი 301 დღეა მიმდინარეობს.

აქცია გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე აქციაზე გადმოინაცვლეს.