ისრაელის თავდაცვის ძალები - ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალები - ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„საჰაერო ძალები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქალაქ ჰაიფაში ისმის.

ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.