დანიის ელჩი - ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს - დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას

დანიის ელჩი - ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს - დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას

ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„თავისუფლება გარანტირებულ მოცემულობად არ უნდა ჩაითვალოს. გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს“, - აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.