რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

უწყვეტი პროტესტის 178-ე დღესაც მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.ამასთან, აქციის მონაწილეებს მსვლელობით შეუერთდნენ “საზოგადოებრივი მაუწყებელთან” შეკრებილები.

მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.