პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პროტესტის 164-ე დღესაც, მოქალაქეებს გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით.

პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” გამართული აქციის მონაწილეებიც ლოზუნგით: “ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ “საზოგადოებრივ მაუწყებელს”.

მოქალაქეების უცვლელი მოთხოვნებია: აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.