სალომე ზურაბიშვილი მარკ კარნის კანადის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი მარკ კარნის კანადის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი მარკ კარნის კანადის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, კანადის ფედერალურ არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის გამარჯვება „მისი ხედვისა და ლიდერობის მიმართ ნდობის ნათელი გამოხატულებაა“.

„წარმატებებს გისურვებთ მდგრადი და წარმატებული კანადის მშენებლობაში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება.