საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Giorgi Gakharia: I brought the demands of the Georgian people to Brussels – political prisoners must be released, and new elections must be held
07.04.2025 / 21:19
07.04.2025 / 21:19

I brought the demands of the Georgian people to Brussels – writes the leader of “Gakharia for Georgia,” Giorgi Gakharia, on X.

123456789101112131415161718192021222324
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Giorgi Gakharia
Former PM of Georgia; For Georgia chairman
Shalva Papuashvili
Speaker of Parliament of Georgia
Tina Bokuchava
United National Movement faction chairwoman
Irakli Kobakhidze
Georgian Dream chairman
57
Profile
Other news for today
„საქსტატი“ - მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა

2025 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.4 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.93 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.4 პროცენტი), თევზეული (1.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-0.3 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (2.2 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ტანსაცმელზე (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ფეხსაცმელზე (-2.0 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (21.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (16.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.2 პროცენტი), თევზეული (3.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.3 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (8.9 პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.4 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა, როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.9 პროცენტი);

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა