დონალდ ტრამპი - შევხვდები პრეზიდენტ პუტინს - უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ

დონალდ ტრამპი - შევხვდები პრეზიდენტ პუტინს -  უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს როგორც კი მოლაპარაკებები დაიწყება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. ეს მზადდება", - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

"ვეცდებით, ეს რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მოგეხსენებათ, უკრაინისა და რუსეთის ომი არასოდეს უნდა დაწყებულიყო“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის დასრულების შეთანხმება სურს.

მანამდე, მარკო რუბიომ, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების ვადებს ვერ დაასახელებს, თუმცა, მისი თქმით, ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა, რაც კონფლიქტის მოგვარების პროცესის ბუნებრივი ნაწილია.