ირაკლი კობახიძე - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში, ვუსურვებ მას წარმატებას  საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

ირაკლი კობახიძე - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში, ვუსურვებ მას წარმატებას  საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-6 პრეზიდენტის - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ "X"-ში ეხმაურება.

კობახიძის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში.

„ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს - მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.