მედია - უკრაინელებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ათამდე დრონი გაანადგურეს

მედია - უკრაინელებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ათამდე დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ათამდე დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსულმა ჯარებმა უკრაინის მშვიდობიანი დედაქალაქის მიმართულებით დრონები კვლავ გაუშვეს. საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა“, - აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო.

პოპკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის წინააღმდეგ დრონები სხვადასხვა მიმართულებიდან გაუშვეს.