ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამერიკელებთან კომუნიკაციის არხები ჯერ კიდევ არსებობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამერიკელებთან კომუნიკაციის არხები ჯერ კიდევ არსებობს

აშშ-სთან კომუნიკაციის არხები ჯერ კიდევ არსებობს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ჩვენსა და ამერიკელებს შორის კომუნიკაციის არხები ჯერ კიდევ არსებობს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის აზრთა სხვადასხვაობა არის, თუმცა დაძაბულობის შემცირება უნდა მოხდეს.

„ამერიკელებთან აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, რომლებიც ზოგჯერ ფუნდამენტურია და შეიძლება არც მოგვარდეს, მაგრამ დაძაბულობის შემცირება უნდა შევძლოთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.