საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

A protest has resumed on Rustaveli Avenue – vehicle traffic is blocked
07.04.2025 / 21:11
07.04.2025 / 21:11

The protest has resumed on Rustaveli Avenue. On the 131st day of continuous protest, citizens gathered near the legislative body once again blocked the road to vehicle traffic.

123456789101112131415161718192021222324
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Giorgi Gakharia
Former PM of Georgia; For Georgia chairman
Shalva Papuashvili
Speaker of Parliament of Georgia
Tina Bokuchava
United National Movement faction chairwoman
Irakli Kobakhidze
Georgian Dream chairman
57
Profile
Other news for today
ISFED კენჭისყრის დღის შეფასებას აქვეყნებს

უშუალოდ არჩევნების დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ჯერ კიდევ აგროვებს მონაცემებს დამკვირვებლებისგან, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში გამოვლენილმა ფაქტებმა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" დირექტირმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დოლიძის განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე, არჩევნების დღეს აღნიშნული დარღვევების ერთობლიობას შესაძლოა არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა მოეხდინა.

„წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლების უპრეცედენტო რაოდენობის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება. ასევე, იყო უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და მათი ნების კონტროლის ფაქტებიც. ჩვენი შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას შესაძლოა არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა მოეხდინა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ერთობლივად უნდა იყოს შეფასებული არჩევნების საბოლოო შეფასებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ჯერ კიდევ აგროვებს მონაცემებს დამკვირვებლებისგან, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში გამოვლენილმა ფაქტებმა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე.

არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში შეიმჩნეოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას. ასევე, საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები. იყო დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, ასევე მათი დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევებიც, რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები.

„სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებს, რომლებმაც ასევე იმოქმედა გავლენა კენჭისყრის პროცესებზე და შედეგებზე. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო უბნების 11%-ზე გარე პერიმეტრზე გამოავლინა ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები.

ორგანიზაციამ საარჩევნო უბანთა 11%-ის გარე პერიმეტრზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და მუქარის ფაქტები დააფიქსირა. საარჩევნო უბანთა 19%-ზე გამოვლინდა ამომრჩეველთა მობილიზება და ტრანსპორტირება, ასევე რაც ყველაზე პრობლემურად მიგვაჩნია არის ის, რომ უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც ძალიან აღემატება წინა არჩევნების დროს მსგავსი ფაქტების გამოვლენას.

რაც შეეხება, კონკრეტულ პრობლემურ შემთხვევებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მაგალითად, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ორი შემთხვევა; მრავალჯერადი ხმის მიცემის 4 შემთხვევა; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა; დამკვირვებლის უფლების შეზღუდვისა და უბნიდან გაძევების 11 შემთხვევა; 1-ზე მეტი ბიულეტენის გაცემის 18 შემთხვევა; გადასატან სარჩევნო ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა. ასევე, ვნახეთ ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებული შემთხვევები. განსაკუთრებით პრობლემური იყო, უბნის მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც დამკვირვებელს სათანადოდ არ ეძლეოდა ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა, საბოლოოდ, 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს. აქედან, 100-ზე მეტი არის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ხოლო 97 -საოლქო საარჩევნო კომისიაში. 70-ამდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. ასევე, 1 საჩივარი შეტანილია ცესკო-ში.

უბნის გარე პერიმეტრთან დაკავშირებით, დაახლოებით 100-ზე მეტი ინციდენტი იყო. დაახლოებით 170 ინციდენტი უბნის შიგნით“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა