საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Giorgi Gakharia: I brought the demands of the Georgian people to Brussels – political prisoners must be released, and new elections must be held
07.04.2025 / 21:19
07.04.2025 / 21:19

I brought the demands of the Georgian people to Brussels – writes the leader of “Gakharia for Georgia,” Giorgi Gakharia, on X.

123456789101112131415161718192021222324
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Other news for today
კახა კალაძე - ვიხილეთ პროტესტის ძალადობრივი ფორმები, რომლის უკან რადიკალური, რევანშისტი პოლიტიკოსები დგანან, რომელთა დღის წესრიგში სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლაა

ჩვენ ვიხილეთ პროტესტის ძალადობრივი ფორმები, რომლის უკან რეალურად დგანან რადიკალური, რევანშისტი პოლიტიკოსები, რომელთა დღის წესრიგში მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნებისა და დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მოსვლის არავითარი შანსი არ აქვთ.

„საბედნიეროდ, დღეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, მშვიდობიანი გზით გამოხატოს ნებისმიერი პროტესტი. სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ პროტესტის ძალადობრივი ფორმები, რომლის უკან რეალურად დგანან რადიკალური, რევანშისტი პოლიტიკოსები, რომელთა დღის წესრიგში მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლაა, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნების, დემოკრატიული, ცივილური გზით მათ არანაირი შანსი არ აქვთ. ყველა რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს ქვეყანაში არის წარმოდგენილი, იბრძოლებს იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, ეს მათ ძალიან კარგად იციან“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის სრულიად ქართული კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უკვე მესამე მოსმენით მიღებულია. ეს არის სრულიად ქართული კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და დაიცვას ქვეყანა უცხოური ძალების გავლენებისგან, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხისგან, რათა საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში გამოხატოს საკუთარი ნება, გააკეთოს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზოგადად, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს. ამას გადაწყვეტს არა გარე ძალა ძალები და გარედან ვიღაცის ჩარევა, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ არა. ეს არ იყო მარტივი პროცესი.

შიდა თუ გარე ძალებმა ჩვენს მოსახლეობას პირდაპირ აუკრძალეს ჰქონოდათ ინფორმაცია, ვინ არის ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ქვეყნის მტერი. უფრო მეტიც, საზოგადოებას აუკრძალეს გასცნობოდა კანონპროექტს და მის ავკარგიანობაზე ემსჯელა.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში არავინ შესულა სიღრმეში და არანაირი მსჯელობა არ ყოფილა, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ეს არის გამჭვირვალობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წლის განმავლობაში, წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ დეკლარაცია და თავიანთი ფინანსები, ვისგან იღებენ დაფინანსებას და რა პროექტებში იხარჯება. აქ არ არის საუბარი ფიზიკურ პირებზე, შშმ პირებზე, მეცნიერებზე, სტუდენტებზე, საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელევიზიებზე. აბსოლუტურად გაუგონარი იყო მთელი ამ პროცესის განმავლობაში, არანაირი არგუმენტი და არანაირი დეტალებში შესვლა. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, კანონპროექტი გამხდარიყო ფართო მსჯელობის საგანი, ყველა მხრიდან უგულებელყოფილი იყო“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა